გამოძალვა პარკში პაემანის გამო - აზერბაიჯანში ყოფილ პოლიციელს ასამართლებენ
გაზიარება
გაზიარება
ყოფილ პოლიციელს ძარცვისთვის ასამართლებენ. მოსარჩელის ვერსიით, შაბან მამედოვი ცდილობდა, ფული გამოეძალა მისთვის და მისი საცოლისთვის, როდესაც ისინი პარკში სეირნობდნენ, – წერს სააგენტო Report.
მოსარჩელე ულვი აჰუნზადე ამბობს, რომ „პოლიციელმა“ მას სცემა, შემდეგ კი 100 მანათი [დაახლოებით $60] გამოართვა.
ახალგაზრდა მამაკაცმა ნამდვილ პოლიციას მიმართა, ერთი თვის შემდეგ დამნაშავე მოძებნეს, მან ფული დააბრუნა და სასამართლოს წინაშე წარდგა.
მსჯავრდებულის ვერსია
თავად შაბან მამედოვის თქმით, ის პარკში ამ წყვილთან მართლაც მივიდა, პოლიციელად გაეცნო, ჰკითხა, სკამზე გვერდიგვერდ რატომ ისხდნენ, და იცოდნენ თუ არა ამის შესახებ გოგონას მშობლებმა. ამის შემდეგ კი, თითქოს, ახალგაზრდა კაცმა მას ფული თავად შესთავაზა, „რათა ხმა არ ამოეღო“.
მსჯავრდებული ირწმუნება, რომ თავიდანვე მას, ასე თუ ისე, „საზოგადოებრივ წესრიგზე ზრუნვა“ ამოძრავებდა, მამედოვს ბრალს იმის გამო სდებენ, რომ ის თავს პოლიციის თანამშრომლად ასაღებდა და გამოძალვას ეწეოდა.
რატომ გახდა ასეთი დანაშაული შესაძლებელი?
აზერბაიჯანული კანონები წყვილებს ქუჩაში ხელიხელჩაკიდებულ სიარულს, ჩახუტებას ან ერთმანეთის კოცნას არ უკრძალავს. თუმცა, ბევრი ამას მაინც გაბრაზებით აღიქვამს. ასე რომ, შეყვარებული წყვილების მდგომარეობა, რომლებიც საკუთარ გრძნობებს საჯაროდ გამოხატავენ, „ნახევრად ლეგალური“ რჩება.
გარდა ამისა, ბევრ აზერბაიჯანულ ოჯახში ქორწინების გარეშე პაემანი დაუშვებლად მიიჩნევა, და გოგონებს „მხილების“ ძალიან ეშინიათ. ახალგაზრდა მამაკაცებსაც, თავის მხრივ, სულაც არ სურთ პოლიციაში მოხვედრა.
ზოგიერთი ამით სარგებლობს, შეყვარებულ წყვილებზე „ნადირობს“ და მათ ფულს სძალავს, განყოფილებაში მიყვანით და გოგონას მშობლებისთვის იმის მოყოლით ემუქრებიან, რომ ის ახალგაზრდა კაცს ხვდება. ახალგაზრდები ზოგჯერ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან, ფულის გადახდას ამჯობინებენ.
სწორედ ამის „გათამაშებას“ ცდილობდა შაბან მამედოვი. საქმე კი სასამართლომდე უბრალოდ იმის გამო მივიდა, რომ:
წყვილი დანიშნული იყო და ურთიერთობას არავის უმალავდა;