ბავშთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართული საბავშვო ფესტივალის დროს ძლიერმა ქარმა ერთ-ერთი ატრაქციონი მოწყვიტა – მრავალმეტრიანი გასაბერი გორაკი, რომელიც ხალხს დაეცა.
ეს თვითმხილველებმა ტელეფონით გადაიღეს და ეს ვიდეო ინტერნეტით გაუშვეს. როგორც Contact.az გადმოსცემს, დაახლოებით 20 ადამიანი დაზარალდა. არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. მედია რესურსების უმეტესობამ ამ ინციდენტს გვერდი აუარა.
შემთხვევას მწვავედ განიხილავენ სოციალური ქსელების მომხმარებლები, ორგანიზატორებს უპასუხისმგებლობის გამო საყვედურობენ და ერთმანეთს სახალხო ზეიმებისთვის თავის არიდებისა და საკუთარი ბავშვების გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ. სახასიათო კომენტარი:
„ყოველთვის გავურბოდი მასობრივი თავშეყრის ადგილებს, სწორედ ორგანიზატორებისადმი უნდობლობის გამო“.
საბავშვო დღესასწაული ღია ცის ქვეშ ჰეიდარ ალიევის ფონდის ინიციატივითა და რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხარდაჭერით ტარდებოდა. მასში ასობით ბავშვი მონაწილეობდა, საბავშვო სახლებისა და ინტერნატების ბავშვების ჩათვლით.