ცნობილი აფხაზი კომპოზიტორი, აფხაზეთის ჰიმნის ავტორი ვალერი ჭკადუა პედოფილიაში ეჭვის გამო დააპატიმრეს.
ამ გახმაურებული საქმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. სოხუმის პროკურატურა მხოლოდ იმას იუწყება, რომ საქმე იმ დამხმარე სკოლის პედაგოგის განცხადების საფუძველაზე აღიძრა, სადაც დაზარალებული არასრულწლოვანი გოგონა სწავლობს.
პროკურატურა აპირებს სოხუმის საქალაქო სასამართლოს მიმართოს და ჭკადუას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდოს. საქმე არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების მუხლით არის აღძრული.
აფხაზი კომპოზიტორი ვალერი ჭკადუა – აფხაზეთის სახელმწიფო ჰიმნის და პირველი აფხაზური ბალეტის „რიწას“ მუსიკის ავტორია, ასევე ის არის დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატიც.
ეს მოვლენა აფხაზეთის სოციალურ ქსელებში ცხარე განხილვის თემად იქცა. ყველაზე საინტერესო კომენტარები:
„ორი წლის წინაც აპირებდნენ მის პასუხისგებაში მიცემას, მაგრამ მთავრობაში ნათესაური კავშირების წყალობით, იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ აფხაზეთს დიდი ხნით დატოვებდა. და რა მოიტანა ამან? როგორც ვხედავთ, არაფერი“.
„დამტკიცებული არ არის. შესაძლოა, დანაშაულიც არ არსებობს. პროცედურა უკვე დარღვეულია. გამოძიება აუცილებლად ფაქტზე უნდა მოხდეს. მოცემული შემთხვევა თუ დამტკიცდა და დანაშაული დადასტურდა, მაშინ კიდევ ერთხელ გავხდებით იმის მოწმე, რომ საზოგადოება დაშლისა და ლპობის გზას ადგას“.
„სირცხვილია. ჰიმნის ავტორი – პედოფილია. ახლა ჰიმნს როგორღა უნდა ვუსმინოთ?“
„გუშინ ბაზარში ვიყავი და ყველა მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდა. და, როგორც ამბობენ, ეს მეორე შემთხვევაა. პირველი ჩაფარცხეს. სულ გაგიჟდნენ“.
პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება შეფასებული