აზერბაიჯანში კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანია დაინფიცირებული - ახლა ისინი ექვსნი არიან
აზერბაიჯანში გამოვლენილია კორონავირუსით . დაინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა – ერთ-ერთი დაინფიცირებულთაგანი გერმანიის მოქალაქეა, ორი სხვა – აზერბაიჯანის.
• კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა საქართველოში. დაინფიცირებული იტალიიდან ჩამოვიდა
სამივე სპეციალური რეჟიმის საავადმყოფოშია მოთავსებული, და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – წერს Report.
ახლა დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ექვსს მიაღწია. ექვსივე ირანიდან არის ჩამოსული.
აზერბაიჯანის საზღვარი ირანთან ჩაკეტილია, თუმცა დარჩა კორიდორი, რათა ორივე ქვეყნის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონ.