აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების მოცულობა შეამცირა
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა არამხოლოდ შეამცირა, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების მაჩვენებლები, არამედ 2016 წლის პროგნოზებიც კი ვერ გაამართლა. ამის შესახებ ნათქვამია ხელსიუფლების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მილი მეჯლისს 2017 წლის 17 მარტს წარედგინება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს აზერბაიჯანში მოპოვებულია 41 მილიონი ტონა ნავთობი, საიდანაც 35 მილიონი ტონა ექსპორტზე გავიდა. 33.5 მილიონი მოპოვებული ნავთობი საერთაშორისო კონსორციუმის წილია, 7.5 ტონა კი SOCAR-ის, რომელმაც, შარშანდელთან შედარებით, 685.5 ტონა ნავთობით ნაკლები მოიპოვა.
შემცირდა ასევე ბუნებრივი აირის მოპოვების მაჩვენებლები. გასული წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 29.3 მილიარდი ტონა აირია მოპოვებული, მათ შორის, 23.1მილიარდი ტონა – საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, SOCAR-ის მიერ კი – 6.2 მილიარდი ტონა. და თან SOCAR-ის მიერ ბუნებრივი აირის მოპოვება, 2015 წელთან შედარებით, 12.7პროცენტით შემცირდა, – იტყობინება სააგენტო Modern.az.
ხელისუფლება SOCAR-ის მოპოვებითი მონაცემების შემცირებას „ტექნოგენური მიზეზებით“ ხსნის, რაც სავარაუდოდ, „ყოველმხრივ უნდა გამოიძიონ და მიიღონ დამატებითი ზომები სტაბილური და უსაფრთხო საქმიანობის გასაგძელებლად“.
ეკონომისტმა ჟურნალისტმა ტოგრულ ველიევმა SOCAR-ის მიერ მოპოვებითი მოცულობის შემცრების შესახებ კომენტარი გააკეთა:
„აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება, ზედიზედ უკვე მერამდენე წელია, კანონზომიერად მცირდება. ეს უკავშირდება როგორც სუბიქეტურ, ისე ობიექტურ ფაქტორებს – ქვეყანაში ნავთობის მარაგი მცირდება და სამისოდ არანაირი ახალი ზომები არ ტარდება; სუბიექტური ფაქტორია ის, რომ ნავთობის საშუალო ფასი წლითიწლობით იკლებს, და ეს უკვე აღარ იძლევა ინფრასტრუქტურის განახლებასა და ეფექტიანობის ზრდაში ფულის დაბანდების საშუალებას (თუმცა, ჩვენები ამის გაკეთებას ცდილობენ). ახლა ბუნებრივ აირს მეტ პრიორიტეტს ანიჭებენ, მაგრამ მოძველებული ინფრასტრუქტურა არც იქ იძლევა სათანადო მოცულობების გამომუშავების საშუალებას.“