ქართული დროშა ვილნიუსში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 26 მაისი 2015 წელი. DElFI/ Sarunas Mizeika
ლიტვა საქართველოს საჩუქარს უმზადებს – ლიტვის სეიმის სპიკერი, ვიქტორას პრანცკეტისი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს ლიტვური სახელწოდება დღეს არსებული “გრუზიის” ნაცვლად – “საქართველო” გახდეს – ამის შესახებ ინფორმაციას BALTNEWS.ltავრცელებს.
“ქართველებს არ უყვართ სიტყვა “გრუზია” – მათ სურთ მათი ქვეყანა საქართველოთი მოვიხსენიოთ”, – განაცხადა პრანცკეტისმა და დასძინა, რომ ამის შესახებ მას საქარველოს რიგითმა მოქალაქეებმა, საქართველოს პრეზიდენტმა, ვილნიუსში კი – ლიტვაში საქართველოს ელჩმა უთხრა.
დეპუტატის ამ ინიციატივას უკვე დაეთანხმა მისი სხვა კოლეგების ნაწილი.
“ეს იქნება შესანიშნავი საჩუქარი საქართველოსთვის 2018 წელს”, – განაცხადა დიპლომატმა.
• სახელწოდება “გრუზია” ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია გავრცელებული – საქართველოში, ბევრის აზრით, ეს სახელწოდება ისტორიულ ასოციაციებს იწვევს, ასოციაციებს იმისას, რომ საქართველო ერთ დროს რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო.