„როდესაც პოლიცია დამრღვევს ხელწერილს ართმევს და შემთხვევის ადგილიდან მიდის, ცოლი და შვილები კიდევ უფრო უხეში ძალადობის მსხვერპლი ხდებიან“ " />

2017 წელს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოჯახური ძალადობის 215 საქმე განიხილა

„როდესაც პოლიცია დამრღვევს ხელწერილს ართმევს და შემთხვევის ადგილიდან მიდის, ცოლი და შვილები კიდევ უფრო უხეში ძალადობის მსხვერპლი ხდებიან“

2016 წელს სომხეთში ოჯახური ძალადობის 5000 შემთხვევა აღინიშნა. ამის შესახებ ამ საკითხით დაკავებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები იუწყებიან.

ამ წლის მხოლოდ პირველ ნახევარში  ქალების უფლებების დარღვევის შესახებ 773 შეტყობინება შევიდა,  მათაგან 267-მა კრიზისის ცენტრს მიმართა.

„ეს საკმაოდ სამწუხარო მაჩვენებელია“, – თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა უფლებების ცენტრის“ წარმომადგენელმა კრისტინა პეტროსიანმა. მან აღნიშნა, რომ სომხეთში ქალების უფლებების დასაცავად და ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად მრავალი  წინააღმდეგობა და სიძნელე არსებობს.

“ როდესაც ქალი ძალადობის შესახებ პოლიციას ატყობინებს, ადგილზე მისულ პოლიციელს ზემოქმედების ერთადერთი იარაღი აქვს: დამრღვევს  ჩამოართვას ხელწერილი. რომელიც ქალს დაცვის გარანტიას არ აძლევს და მოძალადის დასჯას არ გულისხმობს. არსებობს შემთხვევები, როდესაც პოლიცია მოძლადისგან ხელწერილს იღებს, და შემთხვევის ადგილიდან მიდის, ქალები და ბავშვები – პოლიციაში დარეკვის გამო, უფრო უხეში ძალადობის მსხვერპლი ხდებიან“, – თქვა პეტროსიანმა.

საგამოძიებო კომისიიდან  News.am-ს აცნობეს, რომ 2017 წლის პირველი თვეების განმავლობაში განხილულია 215 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც ოჯახურ ძალადობას ეხება.

მათი დიდი ნაწილი – ქმრის მხრიდან ცოლზე ძალადობის – ანუ ცემის შემთხვევაა. განიხილებოდა ასევე ოჯახის წევრის მკვლელობის საქმე, ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები და იმ მშობლების საქმეები, რომლებიც შეგნებულად არიდებდნენ თავს ბავშვების მოვლას.

საგამოძიებო კომიტეტიდან იტყობინებიან, რომ 46 პირის მიმართ 43 საქმეზე უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენები.


ასევე წაიკითხეთ