ორმაგი დატვირთვა: შენ ხომ დედა ხარ, შენ ხომ გოგო ხარ, რას იტყვის ხალხი" />

10 დაბრკოლება კავკასიელი ქალის კარიერისთვის

ორმაგი დატვირთვა: შენ ხომ დედა ხარ, შენ ხომ გოგო ხარ, რას იტყვის ხალხი

1. დაყოფა


არსებობს ქალური და მამაკაცური პროფესიები: მასწავლებელი, მაღაზიის გამყიდველი, მომღერალი ან მოცეკვავე – ქალურ პროფესიებად მიაჩნიათ. პროგრამისტი, მკვლევარი, მათემატიკოსი, პოლიტიკოსი კი ქალებისთვის შეუფერებელი პროფესიებია. ამ აზრს კავკასიელი გოგონები ბავშვობიდანვე ეჩვევიან.

1

2. შენ ხომ დედა ხარ!


ადრეული დედობა დღემდე იმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რჩება, რომ გოგონების ნაწილი საშუალო სკოლას არ ამთავრებს. ხშირად სკოლას ქორწინებისთანავე ანებებენ თავს. ქორწინება 18, 17 და, ზოგჯერ 16 წლის ასაკში დღემდე ფართოდ არის გავრცელებული კავკასიაში.

3. შენ ხომ გოგო ხარ!

დღეს ბუნებაში ისევ არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც ურყევად სწამთ, რომ ქორწინების შემდეგ ქალმა თავის უწინდელი საქმიანობა უნდა დაივიწყოს – თუნდაც კოსმოსის ათვისებით ყოფილიყო დაკავებული და ბოლოსდაბოლოს საქმით დაკავდეს; მაგალითად, წინდები გარეცხოს.

2

4. ორმაგი დატვირთვა

სხვათა შორის, წინდების რეცხვის წესი არც არავის მოუშლია – თუნდაც დედაქალაქის მკვიდრი, პროგრესული და თქვენი საქმის ბრწყინვალე სპეციალისტი ქალი იყოთ. კავკასიის ქვეყნებში საოჯახო საქმეების 80 პროცენტზე მეტს ისევ დასაქმებული ქალები ასრულებენ. სამწუხაროდ, ქალების ნახევარზე მეტი თანახმაა ასეთ პირობებზე.

5. რას იტყვის ხალხი

თუ კავკასიელი გოგონა ხარ და კარიერის აწყობას ცდილობ, უმჯობესია, უფროსიც გოგონა გყავდეს; რადგან ასეთ შემთხვევაში, ქმარს, მამას ან ძმას ნაკლები შეკითხვები გაუჩნდებათ, როდესაც ხელმძღვანელობასთან ერთად მივლინებაში გაემგზავრები, ანდა სამსახურში გვიანობამდე მოგიწევს დარჩენა.

სამწუხაროა, რომ ხელმძღვანელი გოგონა ცოტაა.

6. ჰარასმენთი

შესაძლოა, მამას ან ქმარს პარანოია სულაც არ სჭირთ. სამუშაო ადგილზე ჰარასმენთი (ანუ სექსუალური ნიშნით ზეწოლა) ჩვეულებრივი, გავრცელებული ამბავია და ყოველთვის ადვილად ამოსაცნობიც არ არის.

ანუ, თუ ეს უშუალოდ ფიზიკური ზეწოლით არ ვლინდება და ‘მხოლოდ’ უადგილო კომპლიმენტებით და ვნებიანი მზერით შემოიფარგლება, საზოგადოებრივი მორალი ამაში გასაკიცხს ვერაფერს დაინახავს.

7. ფული

ხშირად “ჩიტი ბრდღვნად არც ღირს”. ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ერთი და იგივე სამუშაოსთვის ქალები მამაკაცებზე 25-30 პროცენტით ნაკლებ გასამრჯელოს იღებენ. იმ ხელფასით, რასაც ახალგაზრდა ქალი იღებს, ძიძის დაქირავებაც კი გაჭირდება.

8. საბავშვო ბაღები

შვილების საბავშვო ბაღში მიყვანა მხოლოდ დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს შეუძლიათ. ზოგიერთ პროვინციაში საბავშვო ბაღები საერთოდ არც არის.

9. დამსაქმებელი

 თუ ძიძა იშოვეთ და თან სამსახურიც გაქვთ, მზად იყავით იმისთვის, რომ შრომის კოდექსი უაღრესად თქვენთვის საწინააღმდეგო აღმოჩნდება. 
საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, თქვენი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა და ანაზღაურება მთლიანად თქვენი დამსაქმებლის სინდისსა და მის პირად.

გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. გარდა ამისა, ბევრ დამსაქმებელს ჩვევად აქვს ხელფასიდან, დედის ან შვილის ავადმყოფობის გამო, გაცდენილი დღეების ანაზღაურების დაქვითვაც.

10. და ბოლოს

შესაძლოა, ასეც მოხდეს, რომ უამრავი დაბრკოლების გადალახვით მიღწეული კარიერული წარმატების შემდეგ, დამსახურებული სიამაყის ნაცვლად, ერთგვარი მორიდების გრძნობა დაგეუფლოთ: მაპატიეთ, ძვირფასო თანამოქალაქეებო, მაინცდამაინც კი არ მინდოდა, თავისთავად გამოვიდა ასე.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ