სომხეთში ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება სიმბოლური ნაბიჯია და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს" />

ჰოლანდიის პარლამენტმა, მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სომხების გენოციდი აღიარა

სომხეთში ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება სიმბოლური ნაბიჯია და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

22 თებერვალს ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატთა უმრავლესობამ ხმა მისცა 1915 წელს სომხების მიმართ ოსმალეთის იმპერიის ქმედების გენოციდად აღიარებას, იუწყება სააგენტო Reuters.

150 დეპუტატიდან მხოლოდ სამი დეპუტატი იყო წინააღმდეგი. ისინი იმ პარტიას წარმოადგენენ, რომელიც ნიდერლანდებში თურქეთის დიასპორას ლობირებს.

1915 წლამდე ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაახლოებით ორმილიონნახევარი სომეხი ცხოვრობდა. მასობრივი დეპორტაციებისა და მკვლელობების შედეგად მათი ნახევარზე მეტი დაიღუპა.

თურქეთი იმ მოვლენებს გენოციდად არ აღიარებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ ჰოლანდიის პარლამენტის გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სიგრიდ კააგმა პარლამენტში კენჭისყრის წინ განაცხადა, რომ მთავრობა დეპუტატებს მხარს არ დაუჭერს, თუკი ისინი ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა დევნას გენოციდად აღიარებენ. ჰოლანდიის მთავრობას  არ სურს, საბოლოოდ გაიფუჭოს თურქეთთან ურთერთობა, რომელიც ამჟამად ისედაც არ არის სახარბიელო.

პროფესიონალი ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ხდებოდა. ეს საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, პოლონეთმა და რუსეთმა აღიარეს, ასევე – აშშ-ის 50- შტატიდან 48-მ.

ნიდერლანდების პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ სომხეთში ექსპერტები და ოფიციალური პირები კომენტარს აკეთებენ.

კავკასიის ინსტიტუტის მაცნიერ-თანამშრომელი, პოლიტოლოგი გრანტ მიკაელიანი:

“სომხეთში ყურადღებით აკვირდებიან ამგვარ მოვლენებს, მათ შორის – ნიდერლანდების პარლამენტში მომხდარ რევოლუციას. მოცემულ მომენტში გამიჭირდება ამგვარი საკანონმდებლო აქტების რაიმე კონკრეტული შედეგების დასახელება. ერთი რამ ცხადია, რომ ეს ხელს უწყობს ხსოვნას სომხების საკუთარ სამშობლოში განადგურების შესახებ. თუმცა, სიმბოლურის გარდა, პრაქტიკულ მნიშვნელობას აქ ვერ ვხედავ”.


ასევე წაიკითხეთ