თბილისის 10 რაიონიდან 5 რაიონში სალომე ზურაბიშვილი, 5-ში კი - გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს" />

ხმების 99 პროცენტი დათვლილია. ზურაბიშვილი – 38.66 %, ვაშაძე – 37.7 %

თბილისის 10 რაიონიდან 5 რაიონში სალომე ზურაბიშვილი, 5-ში კი - გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

ცესკომ ხმების 99 %-ი უკვე დაითვალა.

3689 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს შორის სხვაობა ერთ პროცენტზე ნაკლებია:

სალომე ზურაბიშვილს 38,66 %

გრიგოლ ვაშაძეს კი – 37,7 % 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 614 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 599 662-მა.

რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: 10,97 %-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს, 3,76 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა – დავით უსუფაშვილს, 2,26 %-მა – ზურაბ ჯაფარიძეს და 1,33 %-მა – კახა კუკავას.

•  ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

• ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები” – სალომე ზურაბიშვილის ბრძოლა პრეზიდენტობისთვის

სaქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. პოლიტიკოსები საარჩევნო უბნებზე. ფოტო და ვიდეო

•  რა თქვა კაცმა, რომელიც მართავს საქართველოს? ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი დეტალები

თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან 5 ოლქში სალომე ზურაბიშვილი, 5-ში კი – გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს:

მთაწმინდა: გრიგოლ ვაშაძე – 31,32 %; სალომე ზურაბიშვილი – 37,62 %;

ვაკე: გრიგოლ ვაშაძე – 29,4 %; სალომე ზურაბიშვილი – 37,18 %;

საბურთალო: გრიგოლ ვაშაძე – 30,4 %; სალომე ზურაბიშვილი – 37,55 %;

კრწანისი – 38,27 %; სალომე ზურაბიშვილი – 37,12 %;

ისანი – გრიგოლ ვაშაძე – 39,18 %; სალომე ზურაბიშვილი – 32,02 %;

სამგორი – გრიგოლ ვაშაძე – 41,95 %; სალომე ზურაბიშვილი – 29,9 %;

ჩუღურეთი – გრიგოლ ვაშაძე – 33,56 %, სალომე ზურაბიშვილი – 38,99 %;

დიდუბე – გრიგოლ ვაშაძე – 30,98 %; სალომე ზურაბიშვილი 38,56 %;

ნაძალადევი – გრიგოლ ვაშაძე – 36 %, სალომე ზურაბიშვილი – 33,4 %;

გლდანი – გრიგოლ ვაშაძე 40,07 %; სალომე ზურაბიშვილი – 29,72 %;


ასევე წაიკითხეთ