რა გადაცემაა ეს, რისთვის შეიქმნა და რა ანალოგები აქვს მას მსოფლიოში?" />

„ძალიან ადამიანური ადამიანი“ – რუსეთის ტელევიზიაში პუტინის შესახებ გადაცემა გაჩნდა

რა გადაცემაა ეს, რისთვის შეიქმნა და რა ანალოგები აქვს მას მსოფლიოში?

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა „როსიამ” დაიწყო ახალი გადაცემა „მოსკოვი. კრემლი. პუტინი“, რომელიც  მთლიანად რუსეთის პრეზიდენტის მუშაობასა და დასვენებას ეძღვნება, – ჰყვება ВВС.

შინაარსი

არხმა „როსიამ“ გადაცემის ანონსი მხოლოდ პრემიერის წინ გააკეთა. პირველი გამოშვების გასვლმდე არავითარი მონაცემები შინაარსის, პერიოდულობისა და გადაცემა „მოსკოვი, კრემლი, პუტინის“ წამყვანის შესახებაც კი არ ყოფილა.

ახალი ფორმატი ითვალისწინებს, რომ მაყურებელს ყოველ კვირას ვლადიმირ პუტინის ცხოვრების შესახებ უამბობენ. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, რომელიც სტუდიაში პირველ გამოშვებაში გამოჩნდა, პროგრამა დაახასიათა როგორც ქვეყნის მეთაურის ერთი კვირის ჩვენების მცდელობა.

პირველი გადაცემა ოთხ თემას ეძღვნებოდა:

პუტინის სამუშაო მოგზაურობა ციმბირში;

განცხადება საპენსიო რეფორმის შერბილების შესახებ;

• ბავშვთა ცენტრის მონახულება;

დასვენება ციმბირში.

გადაცემაში პრეზიდენტის მიმართ მხოლოდ საქებარი სიტყვები გაისმოდა, კერძოდ კი:

მისი საუკეთესო ფიზიკური ფორმისთვის;

დაძაბული სამუშაო გრაფიკისთვის;

ბავშვების სიყვარულისთვის;

და საპენსიო რეფორმის შერბილებისთვის.

სტილი

აი, რამდენიმე ციტატა გადაცემის სტუმრების გამონათქვამებიდან:

რუსეთის პრეზიდენტი პირველი წელიწადი არაა, რაც პრეზიდენტია, შეიძლებოდა მოდუნებულიყო კიდეც, რომ არა ყოველკვირეული მკაცრი გრაფიკი“.

ვერც კი ვხვდები, ასეთ გრაფიკს, ასეთ მარათონს როგორ უძლებენ

თუ როგორი რთული და საშიშია მაღაროელის სამუშაო, ეს პუტინმა საკუთარი გამოცდილებით იცის“.

„ის ადამიანებთან მუდმივ ურთიერთობაშია, რათა უკეთ იგრძნოს, გაიგოს, თუ რა აღელვებთ ადამიანებს.“

„პრეზიდენტმა ნახევარ საათში განმარტა პრობლემის არსი.“

„ჩანს, თუ როგორ უყვარს პუტინს ბავშვები“.

„მას ადამიანები უყვარს. ის ძალიან ადამიანური ადამიანია“.

რისთვის არის საჭირო ასეთი გადაცემა? —BBC-ის ვარაუდი

BBC ვარაუდობს, რომ ამგვარი გადაცემის გამოსვლის მიზეზი უკავშირდება ვლადიმირ პუტინის რეიტინგის ვარდნას, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საპენსიო ასაკის გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.  

რუსეთში საპენსიო ასაკი გაიზარდა  და გადასახადებმა მოიმატა. რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას და  რა იქნება?

2018 წლის ივნისიდან პრეზიდენტის ელექტორალური რეიტინგი 15 პროცენტით დაეცა (62 პროცენტი – ვინც მზად იყო 10 ივნისს ხმის მისაცემად და 47 პროცენტი – 30 აგვისტოს. ფონდი „საზოგადოებრივი აზრის“ მონაცემები).

ეს პრეზიდენტის მხარდაჭერის ყველაზე დაბალი რეიტინგია 2011 წლიდან, როდესაც ქვეყანაში, დუმას არჩევნების შედეგების გამო, მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

მისაბაძი მაგალითები

ტელეგადაცემები პრეზიდენტის ან მისი მონაწილეობით არსებული მიღწევების შესახებ ხშირად გვხვდება ისეთ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს ერთი ჩინოვნიკი მრავალი წლის განმავლობაში მართავს.

მაგალითად, პრეზიდენტი უგო ჩავესი, რომელიც ხელისუფლებაში მთლიანობაში 14 წელიწადს იყო, 1999-დან 2012 წლამდე ყოველ კვირას დილაობით გადიოდა ტელეეთერში გადაცემით Alo Presidente („ალო, პრეზიდენტი“).

თურქმენეთის სახელმწიფო ტელევიზია რეგულარულად უჩვენებს სიუჟეტებს პრეზიდენტ გურბანგულა ბერდიმუჰამედოვის (ქვეყანას 2006 წლიდან მეთაურობს) მონაწილეობით, რომლებშიც მას თანამედროვე და ენერგიულ ლიდერად წარმოაჩენენ.

61 წლის ბერდიმუჰამედოვი რეპავს, სპორტულ დარბაზში ვარჯიშობს, ცხენზე ზის, ავტომატიდან ისვრის და BMW M3-ით დრიფტინგობს.

ყაზახეთის ლიდერის, ნურსულთან ნაზარბაევის (1990 წლიდან მართავს) შესახებ კი გადაღებული დოკუმენტური ფილმების ციკლი, რომელსაც მთელ კვირას უჩვენებდნენ. ეს ხდებოდა „პირველი პრეზიდენტის დღეს“, რომელიც ნაზარბაევს ეძღვნებოდა – „ნაზარბაევ-ცენტრში“.


ასევე წაიკითხეთ