ღვინო და ყურძენი უფასოდ" />

ყურძნისა და ღვინის ფესტივალი აზერბაიჯანში – სახელმწიფო ღვინის ახალი ქარხნის რეკლამას ასპონსორებს

ღვინო და ყურძენი უფასოდ

აზერბაიჯანში ღვინისა და ყურძნის ფესტივალი მევენახეობისა და მეღვინეობის კომპლექს „შირვან შარაბლარის“ ტერიტორიაზე გაიმართა. როგორც მონაწილეები ჰყვებიან, ეს ღონისძიება, ფაქტობრივად,  ღვინის ახალი საწარმოს რეკლამას წარმოადგენდა.

• როგორ შეიცვალა ქართული სადღეგრძელოები

• „მოსაზრებების ფესტივალი“ ესტონეთში  –  საუბრები ბალახზე ნებისმიერ თემაზე

ღვინის საწარმო „შირვან შარაბლარი“ 2018 წელს გაიხსნა და ბაქოს მისამართზე დარეგისტრირდა, თუმცა შამაჰინის რაიონის სოფელ მეისარში (აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით) მდებარეობს.

პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ქვეყნის პირველი ლედი გახსნას ესწრებოდნენ, რასაც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული დიდი სტატია მიეძღვნა

როგორც MeysariWines-ის Facebook– გვერდზე ცხადდება, ფესტივალი ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

შამაჰა ბაქოდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს, მაგრამ მონაწილეობის მსურველები იქ ავტობუსებით უფასოდ ჩაიყვანეს.

ფესტივალზე შესაძლებელი იყო ყურძნის უფასოდ ჭამა და ღვინის დალევა, ან მისი შედარებით იაფად ყიდვა. ასევე ბევრი სხვადასხვა სანახაობა და გასართობიც იყო.


ასევე წაიკითხეთ