ხუთ დღეში ტყის ოთხი ხანძარი მოხდა " />

ტყის ხანძრები აზერბაიჯანში: ჩინოვნიკებს მიაჩნიათ, რომ ეს სიცხის კი არა, ადამიანების ბრალია

ხუთ დღეში ტყის ოთხი ხანძარი მოხდა

ფოტო:www.fhn.gov.az

აზერბაიჯანში ხუთ დღეში ტყის რამდენიმე ძლიერი ხანძარი მოხდა. ჯერჯერობით მეხანძრეები მათ უმკლავდებიან, ადამიანებს შორის მსხვერპლი არ არის. ჩინოვნიკები ყველაფერში ადგილობრივ მცხოვრებლებს ადანაშაულებენ. 

• როგორ იცვლება ჯავახეთი – საქართველოს ყველაზე მკაცრი რეგიონი

• სომხეთში მომხდარი მიწისძვრიდან 30 წლის შემდეგ ადამიანები ჰყვებიან, თუ რა გავლენა მოახდინა მან მათ ცხოვრებაზე

ყველაზე ძლიერი ხანძარი აზერბაიჯანის სამხრეთში მდებარე გარიკანის ეროვნულ პარკში მოხდა. აქ ჰექტარნახევრის ფართობზე ხმელი ბალახი, ბუჩქები და ხეები დაიწვა. ხანძარი სოფლის განაპირას დაიწყო. მას  თვითმფრინავი-ამფიბიისა და ორი ვერტმფრენის დახმარებით მიწიდანაც და ჰაერიდანაც აქრობდნენ. მეხანძრეებს სოფლის მაცხოვრებლებიც ეხმარებოდნენ.

ხანძარი გარიკანის ნაკრძალში (ვიდეო www.fhn.gov.az

ტყეები იწვოდა ასევე ქვეყნის ჩრდილოეთით შარბანსა და გუბაში, და დასავლეთით  გეიგელის რაიონში.

აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილში, აგსუში 22 აგვისტოს დაწყებული ხანძარი კი აქამდე გრძელდება.

ვინ არის დამნაშავე და რა იქნება ამის შემდეგ?

აზერბაიჯანში აგვისტოს ბოლო ძალიან ცხელი გამოდგა. მაგრამ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ტყის ხანძრებს არამხოლოდ სიცხეს აბრალებს, არამედ – ადამიანების გულგრილობასა და ცეცხლთან უყურადღებოდ მოპყრობასაც.

სამინისტრო პირობას დებს, რომ ყველა დამწვარ მონაკვეთზე შემოდგომაზე ახალ ხეებს დარგავს.


ასევე წაიკითხეთ