მთავარი მონაცემები 2019 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ " />

ტოპ ხუთი პროდუქტი, რომელსაც საქართველო რუსეთში ყიდის და რუსეთისგან ყიდულობს

მთავარი მონაცემები 2019 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ

რუსეთთან ვაჭრობა: რას ყიდდა და ყიდულობდა საქართველო 2019 წელს 

მთავარი  5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ყიდდა რუსეთში:

1) ღვინო – 133 251 500 დოლარი

2) ფეროშენადნობები – 114 504 200 დოლარი

3) მინერალური და მტკნარი წყლები – 60 580 600 დოლარი

4) სპირტიანი სასმელები – 34 530 200 დოლარი

5) დაფასოებულ სამკურნალო საშუალებები – 19 808 700 დოლარი

მთავარი 5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ყიდულობდა რუსეთისგან: 

1) ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 199 939 400 დოლარი

2) ხორბალი და მესლინი – 90 668 200 დოლარი

4) ნავთობის აირები – 41 801 000 დოლარი

5) მზესუმზირის ზეთი – 34 009 800 დოლარი

6) ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი – 32 104 800 დოლარი

• რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული სანქციების შემთხვევაში? კონკრეტული რიცხვები

• საქართველომ ღვინის ექსპორტი 59 პროცენტით გაზარდა

სხვა მონაცემები 2019 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ

•  2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით ეს 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

• იმპორტის მიხედვით, 2019 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი  თურქეთი იყო (1 816.1 მლნ აშშ დოლარი). შემდეგ მოდის რუსეთი (1 473.0 მლნ აშშ დოლარი) და მესამე ადგილზეა – ჩინეთი (1 086.3 მლნ აშშ დოლარი).

• 2019 წლის უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი (498.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (497.1 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (412.2 მლნ. აშშ დოლარი).

• 2019 წელს შემცირდა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა – მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 147.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით ჩამორჩება.

 

 


ასევე წაიკითხეთ