ექმების გვირჩევენ, როგორ ავიცილოთ დაავადების გადადება " />

სომხეთში გრიპის მასობრივი დაავადებაა

ექმების გვირჩევენ, როგორ ავიცილოთ დაავადების გადადება

როგორც სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო აცხადებს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეიმჩნევა მწვავე რესპირატორული დაავადებების გააქტიურება,რაც გრიპის A და B ტიპის ვირუსებით არის განპირობებული.

ავადმყოფებს აღენიშნებათ მაღალი სიცხე, ტანში მტვრევის შეგრძნება, თავის ტკივილი.

დაავადებების გავრცელება აიხსნება ზამთრის ბოლოსთვის დამახასიათებელი ავიტამინოზით, რაც იმუნური სისტემის დასუსტებას იწვევს.

გრიპისა და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად ექიმები გვირჩევენ, მოვერიდოთ უკვე დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს, ხელი არ მივყოთ თვითმკურნალობას და ექიმის დანიშნულების გარეშე არ მივიღოთ ანტიბიოტიკები, რადგან ისინი გრიპის სამკურნალოდ არ არის განკუთვნილი. ასევე რეკომენდებულია ამინდის შესაფერისად ჩაცმა და პირადი ჰიგიენის დაცვა – ხელების თბილი წყლით და საპონით  ხშირად დაბანა და ერთჯერადი ხელსახოცების გამოყენება.


ასევე წაიკითხეთ