ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის აღნიშნავს, რომ სირიაში მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული საქმიანობით შემოიფარგლება" />

სომხეთმა სირიაში მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის აღნიშნავს, რომ სირიაში მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული საქმიანობით შემოიფარგლება

სომხეთმა რუსეთთან ერთად სირიაში მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ერევანი დამასკოს სამშვიდობო დახმარებას ომის დასაწყისიდანვე უწევს.

პანკისში მშვიდობა აღარ არის

მოსაზრება: დაივიწყეთ, რომ პუტინი ლიბერალი არ არის. გაიხსენეთ მისი ომები

რა ტვირთია ეს?

ჰუმანიტარული ტვირთი სირიის იმ მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი, რომელიც სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალდა.

მთელი ტვირთი 9 კონტეინერისგან შედგება. ეს არის ხორცის და თევზის კონსერვები (87.5 ტონა), შაქარი (40 ტონა), ასევე მშრალი რაციონი (14.5 ტონა).

სომხეთისა და რუსეთის მხარეები ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემენ სირიის წითელ ნახევარმთვარეს, რომელიც ამ ტვირთს გაანაწილებს.

სომხეთისა და სირიის ჰუმანიტარული მისია

სირიაში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, 2019 წლის თებერვალში, სომხეთმა სირიაში ჰუმანიტარული მისია გაგზავნა. გამნაღმველებისა და ექიმების ჯგუფი 83 ადამიანისგან შედგებოდა – ესენი არიან განაღმვის სპეციალისტები და სამედიცინო პერსონალი

სომხურ მხარეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სირიაში მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ისახავს და მხოლოდ ჰუმანიტარული საქმიანობით შემოიფარგლება.

„დახმარების გაწევა მოხდება მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების ზონის გარეთ. სომეხი სპეციალისტები განახორციელებენ ჰუმანიტარულ საქმიანობას, რაც განაღმვას, მოსახლეობის ნაღმსაწინააღმდეგო ინფორმირებას, ასევე ალეპოში სამედიცინო მომსახურების შეთავაზებას უკავშირდება“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არცრუნ ოვანისიანმა.

შეთანხმება რუსეთსა და სომხეთს შორის

სომხეთის მიერ სირიაში ჰუმანიტარულ ოპერაციაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკვე მაშინ განაცხადა, რომ სომეხი სპეციალისტები სამხედრო მოქმედებებში ჩაერთვებოდნენ:

 „ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული პროგრამაა, და მას არავითარი სამხედრო მნიშვნელობა არ გააჩნია. ჩვენ ამ პროგრამის განხორცილებას სომხეთის საბიუჯეტო შესაძლებლობების ფარგლებში არ ვაპირებთ. ჰუმანიტარული პროგრამის ჩატარების ყველა ხარჯი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული“.

თუმცა, თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არცრუნ ოვანისიანმა დააზუსტა, რომ სირიაში სომეხი სპეციალისტების ტრანსპორტირება, ასევე მათ ლოჯისტიკური უზრუნველყოფა „რუსული მხარის დახმარებით ხორციელდება“.

რატომ მონაწილეობს სომხეთი ამ მისიაში

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა განმარტა:

 „სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გადაწყვეტილება იმ მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით იქნა მიღებული, რაც ამ ქვეყანაში, კერძოდ კი ალეპოში  სამხედრო მოქმედებების შედეგად, გაეროს უშიშროების საბჭოს 2017 და 2018 წლების შესაბამისი რეზოლუციების, სირიული მხარის წერილობითი მომართვების, ასევე აქ მრავალრიცხოვანი სომხური სათვისტომოს ცხოვრების ფაქტორის გამო შეიქმნა“.


ასევე წაიკითხეთ