ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სომხეთის ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, როგორ უნდა შეუმსუბუქოს ტანჯვა უიმედოდ დაავადებულებს " />

სომხეთი: როგორ დავუპირისპირდეთ ტკივილს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სომხეთის ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, როგორ უნდა შეუმსუბუქოს ტანჯვა უიმედოდ დაავადებულებს

„… ადამიანს არ შეუძლია ეს ტკივილი გადაიტანოს“

„ორი წლის წინ, სიმსივნის გამო მარცხენა ხელი გამიჩერდა, საშინელ ტკივილს განვიცდიდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ხელი მეწვებოდა. ჯოჯოხეთური ტკივილი… ახლა 24 საათის განმავლობაში ამ ტკივილს განვიცდი, მაგრამ ღამღამობით ის გაუსაძლისი ხდება… ვღრიალებ. ორი თვის წინ ერთი ამპულა ომნოპონი გამომიწერეს. ეს მეყო იმაში, რომ ოთხი საათით შემემსუბუქებინა ტკივილი, ახლა კი მხოლოდ ორით. ტკივილის ნიშნები მოულოდნელად იწყება და ადამიანობას ვკარგავ… ადამიანს არ შეუძლია ეს ტკივილი გადაიტანოს“.

ეს არის ლუდმილას, 61 წლის სომეხი პენსიონერის მონათხრობი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში შეიცავს ამ ქვეყანაში პალიატიური მზრუნველობის მდგომარეობის შესახებ.

აუტიზმს ჯერ მშობლები უმკლავდებიან, შემდეგ კი შვილები

რა ხდება სომხეთში

სომხეთში სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება. მის გამო ყოველწლიურად 8000-მდე ადამიანი იღუპება. ამასთან, ზოგიერთები გაუსაძლის ტკივილს განიცდიან.

მაგრამ ის, რომ ეს ადამიანები ასეთ ტანჯვაში არ იხოცებოდნენ, არც ისე ძნელია. ამისათვის, პირველ რიგში, არსებობს მორფინი – არცთუ ისე ძვირი, მარტივი წარმოებისა და მოხმარების ტკივილგამაყუჩებელი.

ასევე, პალიატიური მედიცინის დაწესებულებების მომსახურება – ჰოსპისების.

თუმცა, სომხეთის მოქალაქეებისთვის, როგორც ერთთან, ისე მეორესთან წვდომა გართულებულია.

ამის გამო, უიმედოდ დაავადებულებს უბრალოდ წერენ სამკურნალო დაწესებულებებიდან და სახლში გზავნიან. ეს მათ ფიზიკურ ტკივილს ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს უმატებს.

მთავარი პრობლემები

მას შემდეგ, რაც სომხეთში არსებული მდგომარეობა შეისწავლა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმე მთავარი პრობლემა გამოყო:

— გადაჭარბებული საკანონმდებლო რეგულირება, გართულებული წვდომა ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებზე

— ჯანდაცვის სისტემაში ღრმად ფესვგადგმული პრაქტიკა, არ დაეხმარონ დაავადებულებს, რომლებიც უიმედო მდგომარეობაში არიან

— სამედიცინო პერსონალის შესაბამისი ცოდნის ნაკლებობა

— პალიატიური დახმარებების დაწესებულებების ნაკლებობა

რა უნდა გაკეთდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში შეიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს სომხეთის ხელისუფლებისადმი, რომლებიც მოწოდებულია ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად:

— გაწიოს სამუშაო მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან ოპიუმის ბაზაზე დამზადებული ტკივილგამაყუჩებლების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებისათვის, რომლებიც პარალელურად მიიღება ტაბლეტების სახით. გამოიყენონ ეს წამალი ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე დარეგისტრირების შემდეგ.

— მიეცეს ყველა კლინიკურ ექიმს და არა მხოლოდ ონკოლოგებს, ოპიუმის ბაზაზე დამზადებული ტკივილგამაყუჩებლების გამოწერის უფლება

— ოპიუმის ბაზაზე დამზადებულ ტკივილგამაყუჩებლებზე წვდომის უზრუნველყოფა ტერმინალური (უიმედო) დაავადებულებისთვის, არა მხოლოდ ონკოლოგიურისთვის

— ასეთი ტიპის ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნისას ბიუროკრატიულ პროცედურებზე უარის თქმა, ექიმებისთვის უფლების მიცემა, რომ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები

— გამოირიცხოს სამართალდამცავი ორგანოების კონტროლი ოპიუმზე დაფუძნებული ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნაზე, თუ არ არის კონკრეტული დანაშაულის ჩადენის მტკიცებულება

— დაუყოვნებლივ მიიღონ ქვეყანაში პალიატიური დახმარების სისტემის შექმნის გეგმა და სტრატეგია

— უმცროსი სამედიცინო პერსონალის მომზადების პროცესში, პალიატიური დახმარების საწყისების შეტანა

— ასწავლონ სამედიცინო პერსონალს უიმედოდ დაავადებულებთან სწორი მიდგომა, განსაკუთრებით, დიაგნოზის შესახებ ინფორმირების დროს

— საზოგადოების ინფორმირება პალიატიური დახმარების მიღების უფლების შესახებ

მხოლოდ 2 საათი ტკივილის გარეშე

61 წლის ლუდმილამ, რომლის მონათხრობიც მოყვანილია ამ მასალის თავში, მკერდის სიმსივნე 2002 წელს აღმოაჩინა, მაგრამ ექიმს მხოლოდ 5 წლის შემდეგ მიმართა. 2007 წელს, მას არაოპერირებადი მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რომლის მეტასტაზებიც უკვე მარცხენა მხარშიც შეინიშნებოდა.

ძლიერი ტკივილები 2010 წელს დაეწყო. მისთვის გამოწერილი ომნოპონი ტკივილს მხოლოდ 2 საათით უყუჩებდა.

ლუდმილას თქმით, ტკივილი ბოლომდე არასოდეს ტოვებს, მაგრამ წამლის მიღებისას მცირდება, რაც აძლევს ახლობლებთან ურთიერთობისა და სახლის საქმეების კეთების საშუალებას.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ