„სომხეთის დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა - დამოუკიდებელი თაობა“ " />

სომხეთი დამოუკიდებლობის 26 წლისთავს აღნიშნავს

„სომხეთის დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა - დამოუკიდებელი თაობა“

Фото: გევორგ კაზარიანი, JAMnews

დღეს სომხეთში დამოუკიდებლობის 26 წლისთავს აღნიშნავენ. 1991 წელის 21 სექტემბერს, რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, სომხეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს – ქვეყანამ დამოუკიდებლობის გზა აირჩია.

ბიულეტენებში ერთადერთი კითხვა იყო: „თანახმა ხართ, რომ სომხეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა გახდეს და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გავიდეს?“ –  მოქალაქეების დაახლოებით 99% თანახმა იყო.

რეფერენდუმში ხმის მიცემის უფლების მქონე  2 მილიონ 163 ათას 967  მოქალაქიდან  95,5%  მონაწილეობდა. დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მხოლოდ 0,46%-მა მისცა ხმა. რეფერენდუმიდან ორ დღეში უზენაესმა საბჭომ სომხეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1995 წლის 5 ივნისს კი  – ისევ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით – დამოუკიდებელი სომხეთის პირველი კონსტიტუცია მიიღეს.

26 წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში სომხეთს მიღწევებიც ჰქონდა და გარკვეული დანაკარგებიც განიცადა – დღესასწაული განვლილი წლების შედეგების შეფასების მიზეზად იქცა.

“დამოუკიდებლობა – აუცილებლობაცაა და მძიმე შრომაც, რომელიც ბოლომდე ერთად უნდა შევასრულოთ. ჩვენ სწრაფ შედეგებს ველით და გვავიწყდება, თუ სად მდებარეობს ჩვენი ქვეყანა, ვინ არიან ჩვენი მეზობლები და რა ისტორია გვაქვს. პრობლემა ბევრია, თუმცა რამდენად პატარაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, აღმოჩნდა, რომ ჩვენ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ვართ“, – თქვა მწერალმა და დრამატურგმა გურგენ ხანჯიანმა.

მწერალმა, დრამატურგმა და კინომცოდნემ დავიდ მურადიანმა აღნიშნა, რომ ბოლო 26 წლის ყველაზე დიდი მიღწევა დამოუკიდებლობის თაობა გახდა: „ვიდრე ასეთი თაობა არსებობს, სომხეთის დამოუკიდებლობის საფუძვლები მყარი იქნება. დამოუკიდებლობის თაობა ამ საფუძვლებს საკუთარი შრომით, საკუთარი ოჯახებითა და პირადი ადამიანური მიღწევებით  გაამყარებს. ეს თაობა წინა თაობებისგან განსხვავებულია, და ის გააძლიერებს იმ ქვეყანას, რომელშიც დაიბადა“, – აღნიშნა მურადიანმა.

ერთი წლის წინათ, დამოუკიდებლობის 25 წლისთავისთვის JAMnews-მა დამოუკიდებლობის ასაკის ადამიანები წარმოადგინა.

დამოუკიდებლობის თანატოლები


ასევე წაიკითხეთ