ეკონომისტების აზრით, ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება, მაგრამ ჯერ მხოლოდ რაოდენობრივ ცვლილებებზე შეიძლება ლაპარაკი" />

სომხეთის მთავრობა ეკონომიკური რევოლუციის დაწყებას აანონსებს

ეკონომისტების აზრით, ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება, მაგრამ ჯერ მხოლოდ რაოდენობრივ ცვლილებებზე შეიძლება ლაპარაკი

მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკური რევოლუცია, სამხედრო ხარჯები

სომხეთში ეკონომიკური ზრდა წელს არანაკლებ  7%-მდე იგეგმება. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერს მიაჩნია: “ეს იმაზე მიუთითებს, რომ მანამდე დაანონსებული ეკონომიკური რევოლუცია ძალას იკრებს.”

პრემიერმა ეკონომიკური რევოლუციაზე 2018 წლის გაზაფხულზე ხელისუფლების შეცვლისთანავე დაიწყო ლაპარაკი, რადგან ესმოდა, რომ ადამიანები ქუჩებში, პირველ რიგში, ცხოვრების დონის გაუმჯობესების იმედით გავიდნენ და რევოლუცია მოახდინეს.

თუმცა, ექსპერტები არც ისე ოპტიმისტურად არიან განწყობილები. ისინი ვარაუდობენ, რომ უკვე მომავალ წელს ზრდის ისეთი მაღალი ტემპის უზრუნველყოფა, რაც ახლა შეინიშნება, გაცილებით გაჭირდება.

სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა პროგრამა, რომელმაც „ეკონომიკური რევოლუცია“ უნდა მოახდინოს

კონკრეტულად რა მიუთითებს ეკონომიკური რევოლუციაზე?

მთავრობის წევრებმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინეს. დოკუმენტის თანახმად, მომავალ წელს სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 1,602 ტრილიონ დრამს (დაახლოებით 3,360 მილიარდი დოლარი) შეადგენს, რაც 27,4%-ით გადააჭარბებს 2018 წლის – რევოლუციის წლის მაჩვენებლებს. ეს მთავრობას რიგი სფეროების დაფინანსების გაზრდის საშუალებას მისცემს.

„ხარჯები, ძირითადად, ადამიანის პოტენციალის განვითარებისკენ იქნება მიმართული“. კერძოდ, ჯანდაცვის სფეროს ფინანსირება, 2018 წელთან შედარებით,  33%-ით გაიზრდება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის – 41%-ით, შრომისა და სოციალური საკითხების – 21%-ით.

2020 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა საგადასახადო კოდექსის ცვლილებები. მიახლოებითი გამოთვლებით, ამ ცვლილებების შედეგად დაახლოებით  200  ათას ადამიანს ხელფასი გაეზრდება“, – განაცხადა პრემიერმა.

2020 წელს იგეგმება ასევე პენსიების 10 პროცენტით გაზრდა.

ფაშინიანმა ასევე მოიყვანა მონაცემები, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკის საერთო წილიდან გადამამუშავებელი წარმოების წილი იზრდება.

„2018 წლის წლის იანვარ-მაისში  გადამამუშავებელი წარმოების წილმა 62,8% შეადგინა, ხოლო 2019 წლის იმავე თვეების განმავლობაში – უკვე 64,6%. სამთო საბადოების, ნედლეულის წილმა 27,6% -დან 25%-მდე დაიკლო“.

მინისტრთა კაბინეტი ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასაც ვარაუდობს. 2020-2022 წლებში მთავრობამ მიზნად დაისახა, მთლიანი შიდა პროდუქტის –  შესაბამისად 7, 8 და 9%-იანი ზრდა.

2020 წელს სამხედრო ხარჯები მნიშვნელოვნად მოიმატებს

მომავალ წელს, უკვე ტრადიციულად, არსებითად გაიზრდება სამხედრო წარმოების ხარჯები. „თავდაცვის“ ხარჯები, 2018 წელთან შედარებით, 25,3% მოიმატებს. 2019 წელს სამხედრო ხარჯები, წინანდელთან შედარებით, ასევე მეოთხედით გაიზარდა, ხოლო 2018 წელს, 2017-თან შედარებით – 17 %-ით“.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ აპირებენ, დაფინანსების ნაწილი ახალი შეიარაღების საყიდლად მიმართონ:

 „ჩვენ გვაქვს  – შეტევითი და თავდაცვითი იარაღის [შეთანხმებები შეძენის შესახებ – JAMnews], რომელიც  2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში უნდა მივიღოთ“.

რას ამბობენ ექსპერტები?

სომხეთის ეკონომიკაში პოზიტიური ცვლილებებია, მაგრამ ეკონომიკურ რევოლუციაზე ლაპარაკი ნაადრევია, – მიაჩნია ეკონომისტ გრანტ მიკაელიანს:

 „სომხეთი,მაკროეკონომიკის თვალსაზრისით, კარგ ფორმაში იმყოფება. ზრდის ტემპები კარგია, ეკონომიკა ჯანსაღია. მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით რაოდენობრივ ზრდაზე, რაოდენობრივ ცვლილებებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ხარისხობრივ ცვლილებებზე ჯერ ვერ ვილაპარაკებთ“.

მიკაელიანი ვარაუდობს, რომ მომდევნო წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის გამოცხადებული ტემპის უზრუნველყოფა უფრო გაჭირდება:

 „საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და სომხეთის ფინანსურ-ეკონომიკური სტრუქტურები დაახლოებით 4,5-5%-იან  ეკონომიკურ ზრდას წინასწარმეტყველებენ. მთავრობა კი, პრაქტიკულად, ორჯერ მეტს აცხადებს. მაგრამ ეს  უბრალოდ მოლოდინებია. ვფიქრობ, მომავალ წელს ზრდის ასეთი მაღალი ტემპის უზრუნველყოფა უფრო გაძნელდება“.


ასევე წაიკითხეთ