აქტივისტები და ოპოზიცია ისევ პროპორციული საარჩევნო სისტემას მოითხოვენ" />

სირცხვილის დერეფანი და ლოზუნგები ღობეზე. თბილისში საპროტესტო აქციები განახლდა

აქტივისტები და ოპოზიცია ისევ პროპორციული საარჩევნო სისტემას მოითხოვენ

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის წინ  პროტესტი განაახლეს. 5 თებერვლის დილით, აქტივისტები შენობის შესასვლელებში შეიკრიბნენ  და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს “სირცხვილის დერეფანი” მოუწყვეს. “ქართული ოცნების” დეპუტატები იძულებულნი იყვნენ პარლამენტში სტვენისა “მონების” შეძახილების ფონზე შესულიყვნენ.

• რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის

• მაკო გომურის ისტორია, რომელსაც თვალი თბილისში, საპროტესტო აქციაზე დაკარგა

• აქციის დაშლა პარლამენტთან. ონლაინ ტრანსლაცია

პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მომიტინგეების ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

ფოტო:რადიო თავისუფლება

“ეს არის ჩვენი ვალი მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პროტესტით გავაგრძელოთ ამ გზავნილის მიტანა ხელისუფლებამდე, ივანიშვილის კლოუნებამდე და თვითონ ივანიშვილამდე იქამდე, სანამ არ წაიღებს უკან იმ შეურაცხყოფას, რომელიც მიაყენა მთელს საზოგადოებას, როცა გვითხრა, რომ გადაგაგდებთ და ფეხებზე მკიდიხართო, მერე ამას მოაყოლა ძალადობა და პოლიტიკური რეპრესიები. თუ გონს მოეგება, უკეთესია ქვეყნისთვის და პერსონალურად მისთვისაც, თუ არ მოეგება გონს, ეს პროტესტი გაგრძელდება და ვნახოთ, როგორ გაუძლებენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია “ცუდი სცენარისთვისაც” მზადაა, რომელიც ვადამდელი ან არჩევნების არსებული სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს სსრ დროშა დაწვა .

ამავე დროს, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მომიტინგეების მოთხოვნებზე რაიმე რეაგირებას არ აპირებენ. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, “200 ნაციც არ იყო, (ვერ) იკრიბება პარლამენტის შენობასთან, ეს ვერანაირ დისკომფორტს ვერ შექმნის, დისკომფორტს ისინი თვითონ უქმნიან თავიანთ თავს”.  

პარლამენტის პიკეტირების დასრულების შემდეგ, მომიტინგეები  რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. იქ მათ ჩამოკიდეს ლოზუნგები, პლაკატები და აქციების დაშლისას დაზარალებულთა ფოტოები ღობეზე, რომლითაც თბილისის მერიამ, რემონტის საბაბით, პარლამენტის გარშემო ტერიტორია შემოღობა.

ფოტო დავით ფიფია, Jamnews

ფოტო: დავით ფიფია, Jamnews

 


ასევე წაიკითხეთ