მათ იარაღის უკანონო შენახვასა და ოპოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ " />

საქართველოში უკრაინის ექვსი მოქალაქე დააკავეს

მათ იარაღის უკანონო შენახვასა და ოპოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ

თბილისში უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავეს. მათ იარაღის უკანონოდ შენახვაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებს.

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი-2“ იუწყება, სპეცოპერაცია  კვირას ღამით ჩატარდა თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმროში, სადაც უკრაინის მოქალაქეები ცხოვრობდნენ.  მოგვიანებით გამოქვეყნდა რამდენიმე დაკავებულის გვარი. როგორც ტელეკომპანია „იმედი“ იუწყება, ესენი არიან იგორ ორლენკო, იური კოროსტელოვი და როლანდ მელია. ასევე, ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ერთ-ერთი დაკავებული ყოფილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ლუკა ჩხეტიაა, რომელიც უკრაინულ ბატალიონ „დონბასში“ იბრძოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა დანარჩენი ასევე „დონბასის“ ბატალიონის წევრია.

ბატალიონი „ბონბასი“ – მოხალისეთა ქვედანაყოფი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს. მის რიგებში უკრაინის მოქალაქეებთან ერთად იბრძვიან მოხალისეები სხვა ქვეყნებიდანაც. ბატალიონი, უკრაინის ერთიანობის მომხრე დონბასში მცხოვრებმა მოხალისეებმა 2014 წელს შექმნეს. ბატალიონი ფინანსდებოდა მოქალაქეების შემოწირულობებით. მოგვიანებით ბატალიონი „დონბასი“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

„იმედმა“ ასევე გამოაქვეყნა მათი ფოტოები:

ლუკა ჩხეტია

როლანდ მელია

იგორ ორლენკო

იური კოროსტელოვი

გამოძიება მიმდინარეობს მუხლით – „ადამიანების ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და ასაფეთქებელი დანადგარების უკანონო დამზადება, გადატანა, გაგზავნა ან გასაღება“.

უწყებაში სპეცოპერაციის რაიმე სხვა წვრილმანების შესახებ არ იუწყებიან.

ჩხეტიას მამა ვარაუდობს, რომ ის პოლიტიკური მოტივებით დააკავეს, რადგან მის ვაჟს სურდა მონაწილეობის მიღება ოპოზიციის მიტინგში, რომელიც თბილისში გუშინ 2 დეკემბერს ჩატარდა.

მიტინგი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული. ოპოზიცია 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

„ლუკა დააპატიმრეს. ივანიშვილმა დაპატიმრებების სერია დაიწყო. ლუკა დააკავეს, როგორც კი საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა“, – წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ლუკა ჩხეტიას ნათესავი  ქალბატონი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 28 ნოემბერს აირჩიეს. ამისთვის მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. პრეზიდენტობის პროსამთავრობო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 59,52 მოიპოვა, მისმა ოპოზიციონერმა მეტოქემ გრიგოლ ვაშაძემ კი – 40,48 პროცენტი. ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, არჩევნების შედეგებს არ ცნობს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს და ქუჩის აქციების ჩატარებას აანონსებს.


ასევე წაიკითხეთ