საკეისრო კვეთების დიდი რაოდენობის გამო სოციალური მომსახურების სააგენტომ 5 დაწესებულებას ხელშეკრულება შეუწყვიტა, 17 კი - დააჯარიმა" />

საქართველოში საკეისრო კვეთის რაოდენობა დაშვებულ ნორმაზე სამჯერ მაღალია

საკეისრო კვეთების დიდი რაოდენობის გამო სოციალური მომსახურების სააგენტომ 5 დაწესებულებას ხელშეკრულება შეუწყვიტა, 17 კი - დააჯარიმა

საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი არ შემცირებულა და 2017 წელს 44.4 პროცენტი შეადგინა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი ქვეყანაში 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველო კი ამ ნორმას 3-ჯერ აჭარბებს. ევროპულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 11 პროცენტია.

2017 წლის 1 მარტიდან დღემდე საკეისრო კვეთების დიდი რაოდენობის გამო სოციალური მომსახურების სააგენტომ პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი 5 სამშობიარო დაწესებულებას შეუჩერა, 17 დაწესებულება კი – დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის, საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირების, შეუსრულებლობაა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, საკეისრო კვეთები შემცირებულია რეგიონებში, რასაც ვერ ვიტყვით დიდ ქალაქებზე: თბილისზე, ქუთაისსა და ბათუმზე. სააგენტოს ცნობით მომავალი წლის 1 აპრილისთვის ხელშეკრულება არ გაუგრძელდებათ იმ კლინიკებს, რომლებსაც 1 წლის განმავლობაში 750 მშობიარობა არ ექნება ჩატარებული.

ხელშეკრულება შეუწყდა დაწესებულებებს, სადაც ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში 500-ზე მეტი საკეისრო კვეთა ჩატარდა. ეს კლინიკებია:

ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა „დედაშვილობა“, შპს „ოქროს საწმისი-XXI“, შპს „პირველი საავადმყოფო“; შპს საქართველოს საპატრიარქროს „წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“; შპს ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი.

დაჯარიმებული კლინიკებია: “ჰერა” , “ჩაჩავას კლინიკა” , “იმედი” , “ბრაზერსი” , “ბაიები”, “დავით დავარაშვილის კლინიკა” , “უნიმედი”, “იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი”, “ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი”, “ახალი სამშობიარო ცენტრი”, “ხონელიძის კლინიკა”, “მედკაპიტალის გლდანის ფილიალი”, “ქუთაისის მესამე და ახალი მეორე სამშობიარო”.


ასევე წაიკითხეთ