მან „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტებთან დარეკვა და მათთვის თანადგომის თხოვნა მოასწრო" />

სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტი თამარა მეარაკიშვილი დააკავეს

მან „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტებთან დარეკვა და მათთვის თანადგომის თხოვნა მოასწრო

სამხრეთ ოსეთში 16 აგვისტოს, საღამოს სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაკიშვილი დააკავეს. მის სახლში, ქალაქ ახალგორში (სამხრეთი ოსეთის სივრცეში ლენინგორი) ჩხრეკა ტარდება, – იუწყება ონლაინ-პორტალი „ეხო კავკაზა“.

მეარაკიშვილის ნათესავებმა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს ტელეფონით აცნობეს, რომ გამომძიებლები ექსტრემისტულ ლიტერატურას ეძებენ. ამის შემდეგ კავშირი გაწყდა, უკანასკნელი შეტყობინება იყო: „პასუხის გაცემა არ შემიძლია“.

საკუთარი დაკავების შესახებ 16 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში თამარა მეარაყიშვილმა თავად მოასწრო შეტყობინება – დაკავების დროს მან შეძლო, რომ ონლაინ მედია-პორტალის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს დაკავშირებოდა.

მეარაკიშვილმა თქვა, რომ ის გააჩერა პროკურატურის გამომძიებელმა ალან ბიაზროვმა, რომელსაც მისთვის არანაირი დოკუმენტი და დაკავების მიზეზი არ წარუდგენია. ბიაზროვმა განაცხადა, რომ ორდერი და დაკავების განმარტება მას მაშინ მიეცემა, როდესაც რაიონის პროკურატურაში გადაიყვენენ.

თამარას ქალიშვილმა „Netgazeti“-ს ჟურნალისტებს უამბო:

“ როდესაც დედა თბილისიდან ჩამოვიდა, მას სახლთან უკვე მანქანა ელოდებოდა. მას სამოქალაქო სამოსში ჩაცმული ადამიანები დახვდნენ, და უთხრეს, რომ ის დაკავებული იყო და ახალგორის მილიციის განყოფილებაში უნდა წაეყვანათ“.

თამარას თბილისიდან რაღაც საყიდლები ჰქონდა ჩამოტანილი და მათი შინ დატოვება უნდოდა. მაგრამ მას ამის ნება არ დართეს და თავის ნივთებიანად, მათ შორის ახლად ნაყიდი ქვაბებიანად მოსთხოვეს წასვლა.

“მე არ მყავს ადვოკატი. არ მაქვს არანაირი ახსნა, თუ რა ხდება ჩემს თავს, და მინდა, რომ ეს ყველაფერი ახლავე გაავრცელოთ“, – უთხრა თამარა მეარაკიშვილმა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს. მან თამარასთან საუბრის ნაწილის დიქტოფონზე ჩაწერა მოახერხა. ხმოვანი ფაილის მოსმენა შესაძლებელია აქ.

თამარა მეარაკიშვილს ადრეც არაერთხელ განუცხადებია სამხრეთი ოსეთის პროკურატურის მხრიდან მასზე ზეწოლის შესახებ. ბოლოს ის აგვისტოს დასაწყისში დაკითხეს – „ეხო კავკაზასთან“ კომენტარის გამო.

8 ივნისს, თვითმხილველების მოწმობით, მეარაკიშვილი სოფელ ახალგორში გაიტაცეს. სამხრეთი ოსეთის КГБ-ს თანამშრომლებმა ის შეიპყრეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და ცხინვალში წაიყვანეს. მაშინ თამარა ერთ დღე-ღამეში გამოუშვეს.

ორი კვირის უკან თამარა ისევ პროკურატურაში მიიყვენს დაკითხვაზე. როგორც თავად ჰყვება, გამომძიებლებს არ აკმაყოფილებთ მისი სამოქალაქო პოზიცია, და არც ის, რომ „ეხო კავკაზას“ აძლევს ინტერვიუს.

 


ასევე წაიკითხეთ