ხელისუფლების შეცვლა, მოსახლეობის უკმაყოფილება და პუტინი" />

სამხრეთ ოსეთში პოლიტიკოსები, გამყიდვლები და უმუშევრები 2017 წლის შედეგებს აფასებენ

ხელისუფლების შეცვლა, მოსახლეობის უკმაყოფილება და პუტინი

სამხრეთ ოსეთში გასული 2017 წლის მაქსიმალურად რეალური სურათის მისაღებად წლის შედეგების შეჯამება საზოგადოების მაქსიმალურად განსხვავებული ფენების წარმომადგენლებს ვთხოვეთ. ესენი არიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ – და ისინიც, ვინც ამის შედგად შექმნილ სამყაროში ცხოვრობს.

ყველა რესპონდენტი ერთსულოვანი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაესახელებინათ წლის მთავარ მოვლენად. ეს ახალი პრეზიდენტის არჩევნები იყო. ეს თანამდებობა დამაჯერებლად დაიკავა ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც სამხრეთი ოსეთის პარლამენტის ხელმძღვანელი და პარტია „ედინაია ოსეტიას“ ლიდერი იყო.

თუმცა, გასული წლის მთავარ პერსონად სამხრეთ ოსეთში ბევრისთვის, ბიბილოვი კი არა, ოპოზიციონერი ედუარდ კოკოითი გახდა.

ედუარდ კოკოითი ორჯერ იყო სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტი 2006-დან 2011 წლამდე, და 2017 წელს ამ თანამდებობის დაკავებას მესამედ აპირებდა. თუმცა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რიგი მიზეზების გამო, მას რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. კოკოითიმ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია, სასამართლოს მიმართა და საპროტესტო აქციას ჩაუდგა სათავეში. არჩევნებამდე 10 დღით ადრე კი თავის მომხრეებს ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდა. შედეგად, ბიბილოვმა არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა.

სამხრეთი ოსეთისთვის 2017 წლის შედეგები საპარლამენტო უმრავლესობის პარტიის „ედეინაია ოსეტიას“ თავმჯდომარის ალან ტადტაევის შეფასებით:

„მთავარი მოვლენაა – საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ჩვენი პარტიის ლიდრის ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურა წამოვაყენეთ. და მან არჩევნებში გაიმარჯვა.

მეორე ადგილზე მოსკოვში ანატოლი ბიბილოვის პირველ ოფიციალურ ვიზიტს და პუტინთან შეხვედრას დავაყენებდი.

მესამე ადგილას არის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. სამხრეთი ოსეთის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი – რუსეთის მოქალაქეა, და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება რუსეთის სათავეში, ამაზე დიდწილად არის დამოკიდებული სამხრეთი ოსეთის ბედი”.  

პარლამენტის დეპუტატი, საპარლამენტო სახალხო პარტიის ლიდერი ალექსანდრა პლიევა:

„პირველ რიგში საპრეზიდენტო არჩევნებს გამოვყოფდი“

მეორე ადგილზეა – სამხრეთი ოსეთისთვის ისტორიული სახელწოდების – სახელმწიფო ალანიას დაბრუნების შესახებ რეფერენდუმი.

და თავისი მნიშვნელობით მესამე მოვლენა იყო, როდესაც სამხრეთი ოსეთის ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წამოყენების უფლება არ მისცეს“.

ვლადიკავკაზი, 9 აპრილი, 2017. ავტორი: თამარა აგკაცევა, JAMnews

ცხინვალის მაცხოვრებელთა ბლიც- გამოკითხვა. რესპონდენტებს შორის არიან – გამყიდვლები, მასწავლებლები, მოსამსახურეები და უმუშევრები:

1. ედუარდ კოკოითის არჩევნებზე არდაშვება;

2. ხელისუფლების უზურპაცია – ახლა ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“ წევრები არიან;

3. ახალი სახელწოდების – სახელმწიფო ალანიას თაობაზე რეფერენდუმის ირგვლივ აზრები ძლიერ გაიყო. ბევრს მიაჩნია, რომ რესპუბლიკაში სერიოზული პრობლემები არსებობს და სახელწოდების შეცვლა მათ არ წყვეტს“.

4.პოლიტიკური დევნა;

5. ისტორიული შენობისსასტუმრო „ირისტონის“ აღება.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ამავე თემაზე

გაერო არ აღიარებს არჩევნებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

გაერო არ აღიარებს არჩევნებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

დიდთოვლობის შედეგები სამხრეთ ოსეთში - სკოლები არ მუშაობს, გზა გადაკეტილია, შუქი და წყალი არ არის

დიდთოვლობის შედეგები სამხრეთ ოსეთში - სკოლები არ მუშაობს, გზა გადაკეტილია, შუქი და წყალი არ არის

როგორ გამოიყენა მოსკოვმა

როგორ გამოიყენა მოსკოვმა "ყალბი ამერიკელები" აშშ-ის არჩევნებში ჩასარევად

რუსეთში სამხრეთელი ოსი ფერმერების პროდუქციას ისევ არ უშვებენ

რუსეთში სამხრეთელი ოსი ფერმერების პროდუქციას ისევ არ უშვებენ

სამხრეთ ოსეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატები ყველა ხელმძღვანელ პოსტს იკავებენ

სამხრეთ ოსეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატები ყველა ხელმძღვანელ პოსტს იკავებენ

სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტი თამარა მეარაკიშვილი დააკავეს

სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტი თამარა მეარაკიშვილი დააკავეს

სამხრეთ ოსეთში „იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტებად  ცნეს

სამხრეთ ოსეთში „იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტებად ცნეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალსა და მოსკოვს შორის დადებულ სამხედრო შეთანხმებას გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალსა და მოსკოვს შორის დადებულ სამხედრო შეთანხმებას გამოეხმაურა


ასევე წაიკითხეთ