მკვეთრად გამკაცრდა კონტროლი ავტომობილებზე, რომელიც სამხრეთ ოსეთიდან რუსეთში გადის და საგრძნობლად გაიზარდა საბაჟო გადასახადები " />

ცხინვალი: მოსახლეობა აღშფოთებულია რუსული საბაჟოს ახალი წესებით

მკვეთრად გამკაცრდა კონტროლი ავტომობილებზე, რომელიც სამხრეთ ოსეთიდან რუსეთში გადის და საგრძნობლად გაიზარდა საბაჟო გადასახადები

Люди собрались на улицах Южной Осетии. ხალხი სამხრეთ ოსეთში საბაჟო წესების გამკაცრებას აპროტესტებს

სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები აღშფოთებული არიან რუსული საბაჟოს ახალი წესებით:

• მკვეთრად გამკაცრდა კონტროლი ავტომობილებზე, რომელიც ცხინვალიდან რუსეთში გადის;

• საგრძნობლად გაიზარდა საბაჟო გადასახადები.

 ცხინვალი: ადამიანის უფლებების შესახებ სკანდალის შემდეგ ალაპარაკდნენ

• სამხრეთ ოსეთმა და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოსეთის ხელისუფლებამ მთლიანად გადაკეტა საქართველოსკენ მიმავალი გზა. ამის შემდეგ, სამხრეთ ოსეთიდან გასასვლელი ერთადერთი საშუალება – ეს არის ჩრდილოეთ ოსეთისკენ, ვლადიკავლაზისკენ (რუსეთის ფედერაცია) მიმავალი გზა.

16-18 სექტემბერს, სამხრეთოსურნომრიანი ავტომობილების ასობით მძღოლმა არასანქცირებული აქცია გამართა ვლადიკავკაზში, რუსეთი საბაჟო სამსახურის შენობასთან.

თუმცა, რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ახალი რეგულაციების შეცვლაზე. ერთადერთი, რაც აქციის მონაწილეებს შესთავაზეს – შეაგროვონ ხელმოწერები ანატოლი ბიბილოვის სახელზე თხოვნით, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები ოფიციალურ მოსკოვთან საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით.

რაშია პრობლემა

სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა აბსოლუტურ უმრავლესობას ჩრდილოეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. და სწორედ ამან შეუქმნა პრობლემა ავტომფლობელებს.

რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების თანახმად, ადამიანებს შეუძლიათ უვადოდ იყვნენ რუსეთის ტერიტორიაზე და შეზღუდვების გარეშე გადაკვეთონ საზღვარი. თუმცა, ახლა ეს უფლება აღარ ვრცელდება ავტომფლობელებზე, რომლებმაც განბაჟება ცხინვალში გააფორმეს და ამავე დროს რუსეთის მოქალაქეობაც გააჩნიათ.

ამ ადამიანებზე ახლა ვრცელდება ევრაზიის საბაჟო კავშირის კანონმდებლობა – გაცილებით უფრო სერიოზული მოთხოვნებითა და გადასახადებით.

რას ნიშნავს ახალი წესები

სექტემბრის შუიდან მოყოლებული, სამხრეთოსურნომრიანი მანქანების მფლობელები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უნდა იყვნენ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, არანაკლებ 20 დღისა. თუმცა, დღეების რაოდენობა ჯერ ისევ დაუზუსტებელია – რეგულაციის მეორე ვერსიით, ავტომობილები „ჩაწერის ადგილას“ მინიმუმ 180 დღე უნდა იყვნენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომობილების მფლობელებმა საზღვრის გადაკვეთისას საკმაოდ მნიშვნელოვანი გადასახადი უნდა გადაიხადონ.

ამასთან, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები წინასწარ არავის გაუფრთხილებია კანონის გამკაცრებაზე. ყველა, ვინც „ქვედა ზარამაგის“ საბაჟო პუნქტთან მივიდა, პირდაპირ ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. საბოლოოდ, ადამიანები იძულებული გახდნენ საკუთარი ავტომობილები პარკინგზე გაეჩერებინათ და გზა ტაქსით გაეგრძელებინათ.

პროტესტი და შეტაკებები

15 სექტემბერს, აღშფოთებული აქტივისტები „ქვედა ზარამაგის“ გამშვებ პუნქტთან მივიდნენ და ადგილზე სცადეს საბაჟო სამსახურის თანამშრომლებთან დალაპარაკება. საბაჟო ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმაციის დაგვიანებით გავრცელებაში დაადანაშაულეს.

16 სექტემბერს ადამიანებმა უკვე ვლადიკავკაზში, რუსეთის საბაჟო სამსახურის შენობასთან დაიწყეს შეკრება. დაახლოებით, 200 ადამიანი ორ საათზე მეტხანს ელოდა, როდის გამოვიდოდა მათთან უწყების ოფიციალური წარმომადგენელი.

თუმცა, ამის ნაცვლად, შსს-ს თანამშრომლებმა მათ დაშლისკენ მოუწოდეს და არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობაში დაადანაშაულეს.

აღშფოთებული ხალხის ტალღა უწყების ეზოში შეიჭრა და შენობის მისაღებში შევიდა, სადაც მათ გზა უკვე დაცვის სამსახურმა გადაუკეტა.

გარკვეული დროის შემდეგ, მომიტინგეებთან ბოლოს და ბოლოს გამოვიდა ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი, მარატ კებეკოვი.

შეთანხმება

თავდაპირველად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამსახური შეეცდებოდა გადაეწყვიტა საკითხი მოსკოვის სათაო ოფისის გავლით – გაეუქმებინა სამხრეთოსურ მანქანებზე დაწესებული მოთხოვნა, რომ გაატარონ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მინიმუმ 20 დღე სამხრეთ ოსეთში.

ითქვა, რომ რაღაც შეთანხმება მოხდებოდა ერთი დღის განმავლობაში.

თუმცა, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს შესთავაზეს, მიემართათ საკუთარი პრეზიდენტისთვის. ამასთან, ავტომფლობელების ბევრი სხვა მოთხოვნა საერთოდ უპასუხოდ დარჩა.

მოლაპარაკებების შედეგებით ადამიანები აშკარად გაკვირვებულები დარჩნენ, გაბრაზებული ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში არ იშლებოდნენ და პოლიციის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობდნენ საბაჟო სამსახურის ტერიტორიის დატოვებაზე.

აქტივისტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვისათვის და მოთხოვნის გაგზავნას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ