წლიური ინფლაცია კი 7 პროცენტამდე გაიზარდა " />

რძე, ყველი, კვერცხი, პური – 2019 წელს საქართველოში სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტები 14 პროცენტით გაძვირდა

წლიური ინფლაცია კი 7 პროცენტამდე გაიზარდა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები გაძვირდა: რძის, ყველის და კვერცხის ფასმა 2,7 პროცენტით მოიმატა, პური და პურპროდუქტები 1.3  პროცენტით გაძვირდა. 3.4 პროცენტით გაძვირდა თამბაქოც.

ამ ციფრებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი აქვეყნებს.

 მოსახლეობის ნახევარი კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის. როგორ ცხოვრობენ საქართველოში?

UNICEF-ის კვლევა: საქართველოში სიღარიბე და უმუშევრობა გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ 2019 წელს საქართველოს მოსახლეობას საერთო ჯამში ფასები 7 პროცენტით გაუძვირდა.

2019 წლის ინფლაციის დონემ 7 პროცენტს მიაღწია, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ყველაზე მეტად 2019 წელს  სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა – 13,9 პროცენტით.

რძე, ყველი და კვერცხი 15 პროცენტზე მეტად, ხორცი და ხორცპროდუქტები – 13 პროცენტით, ბოსტნეული – 16 პროცენტით. ყველაზე მეტად ხილზე მოიმატა ფასებმა – 30 პროცენტით. პური და პურპროდუქტები, ასევე შაქარი და სხვა ტკბილეული თითქმის 12 პროცენტით.

3.1 პროცენტით გაზრდილია ფასები ტრანსპორტზეც. 15, 4 პროცენტით ძვირი გახდა ალკოჰოლის და თამბაქოს შეძენა.

7 პროცენტით გაძვირდა ფასები დასვენებისა და გართობის სეგმენტში.

კაფეებსა და რესტორნებში კვება 8.4 პროცენტით ძვირი გახდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობდა. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. სოფელში სიღარიბეში 23.1% ცხოვრობს, ხოლო ქალაქში 18%.

2019 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. 


ასევე წაიკითხეთ