მიზეზი - ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. „სპუტნიკი“ ესტონეთის ხელისუფლებასა და საზოგადოებაში ბევრისთვის კრემლის ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ასოცირდება " />

რუსული სააგენტო „სპუტნიკი“ აიძულეს ესტონეთში მუშაობა შეეჩერებინა

მიზეზი - ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. „სპუტნიკი“ ესტონეთის ხელისუფლებასა და საზოგადოებაში ბევრისთვის კრემლის ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ასოცირდება

∗ ინფორმაცია გამოაქვეყნა Radio Free Europe/Radio Liberty

რუსეთის პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკმა“ ესტონეთში მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 2020 წლის პირველ იანვარს, თითქმის 30-მა ადგილობრივმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური.

კოლექტივმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაწერა, რომ ეს არ იყო ნებაყოფლობითი გადადგომა, არამედ ეს იყო ესტონეთის პოლიციის მხრიდან ზეწოლის შედეგი.

ესტონეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში გააფრთხილეს „სპუტნიკის“ ესტონური განყოფილების თანამშრომლები, რომ მათ წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

___________________________________________________________________________________________

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებზე?

ფეისბუკმა გამოავლინა საქართველოს ხელისუფლების კავშირი ასობით ყალბ გვერდთან და ანგარიშთან

ეშინია თუ არა ევროპას რუსული პროპაგანდის?

___________________________________________________________________________________________

„ესტონეთის პოლიციის დეპარტამენტმა და სასაზღვრო სამსახურმა თითოეულ ჩვენგანს ულტიმატუმი წაგვიყენა: ან ვწყვეტთ სამსახურეობრივ ხელშეკრულებებს… და აღარ ვმუშაობთ „სპუტნიკ ესტონეთზე“, ან ისინი ჩვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოლექტივი ასევე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ „ჟურნალისტების სისხლის სამართლებრივი დევნა რეალობაა თანამედროვე ევროპაში“ და პირობას დებს, „იბრძოლოს ესტონეთსა და მის ფარგლებს გარეთ მკითხველთა უფლებისათვის, მიიღოს სრული ინფორმაცია“.

სააგენტო „სპუტნიკის“ კონტექსტი

„სპუტნიკ ესტონეთი“ საკუთარ ვებგვერდზე, ტექსტურ, აუდიო და ვიდეო ინფორმაციას რუსულ და ესტონურ ენებზე აქვეყნებს.

სამსახური კონტროლდება რუსული სახელმწიფო მედია-კომპანია „რუსეთი დღეს“ მიერ, რომელიც ასევე მოიცავს ტელეარხს, ადრე ცნობილს, როგორც Russia Today და საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“.

„რუსეთი დღეს“ გენერალური დირექტორი დმიტრი კისილოვია – ტელეწამყვანი, ცნობილი თავისი არაერთი ანტიდასავლური განცხადებით. ის შედის იმ ადამიანთა სიაში, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდნენ.


ასევე წაიკითხეთ