რატომ გახდა უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისთვის ასეთი პრინციპული საკითხი? რამდენიმე ვერსია" />

რუსული ეკლესია წყვეტს კავშირს ბერძნულ ეკლესიასთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გამო

რატომ გახდა უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისთვის ასეთი პრინციპული საკითხი? რამდენიმე ვერსია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წყვეტს ევქარისტიულ კავბშირს ელადის (ბერძნული) ეკლესიის მეთაუეთან მას შემდეგ, რაც მან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) აღიარა. ნოვაია გაზეტას ცნობით, რუსული ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი ბერძნული ეკლესიის  მთავარეპისკოპოსს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს, ისევე, როგორც აღარ მოიხსენიებს კონსტანტინეპოლის პატრიარქს.

• რატომ არ დაუჭირა მხარი საქართველოს საპატრიარქომ უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობას?

• ეკლესია და საზოგადოება საქართველოში – ხომ არ არის მეტისმეტი დიქტატი?

• რა ხდება ქართულ ეკლესიაში? პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ოქტომბრის შუა რიცხვებში ათენში ელადის სამთავარეპისკოპოსოს კრებამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესის აღიოარების შესახებ.

რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის მიტროპოლიტ ილარიონის თქმით, რუსული ეკლესია ასევე არ ურჩევს რუს მომლოცველებს ეწვიონ საბერძნეთის ეკლესიის იმ მღვდელმთავრების ეპარქიებს, რომლებმაც უკრაინის ეკლესიის აღიარებას მხარი დაუჭირეს .

 

რუსეთის პატრიარქი კირილი. REUTERS 

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია – რით არის უკმაყოფილო მოსკოვი

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად 2019 წლის იანვარში, სტამბოლში გაფორმდა. კონსტანტინოპოლის ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა ტომოსს – ბრძანებულებას უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის შესახებ, რომელიც მის დამოუკიდებლობას აღიარებს.

უკრაინის ეკლესიამ დამოუკიდებლობა პირველად დაიბრუნა1686 წლის შემდეგ, როდესაც ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი გახდა.

მანამდე უკრაინაში სამი მართლმადიდებელი ეკლესია არსებობდა: მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებეკლი ეკლესია, კიევის საპატრიარქო და უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია. ბოლო ორი ოფიციალური არცერთი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არ იყო აღიარებული, მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია კი მოსკოვს ექვემდებარებოდა. ერთიანი უკრაინული ეკლესიის შექმნა 2018 წლის ბოლოს გამოცხადდა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას დღემდე არ ცნობს. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებისთანავე, რუსეთის ეკლესიამ გაწყვიტა კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვებას თავის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ მიღწევად მიიჩნევდა, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებეწლი ეკლესიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება ეროვნული თვითმყოფადობისა და უსაფრთხოების კომპონენტია.

რატომ გახდა უკრაინული ეკლესია რუსეთის ეკლესიისთვის ასეთი პრინციპული საკითხი?

უკრაინის ეკლესიას რუსეთისთვის რამდენიმე მიზეზით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკურია – უკრაინის ავტოკეფალია კიდევ უფრო დააშორებს უკრაინას რუსეთის ორბიტას დ მის გავლენას. რუსულ საზოგადოებაში ეს მოსკოვის პოლიტიკის მარცხად აღიქმება, რაც კრემლს, რომლის ბოლოდროინდელი პროპაგანდა მთლიანად უკრაინაში მოპოვებულ “გამარჯვებებზეა” აგებული, ეს არანაირად არ აწყობს.

მეორე – ის დიდძალი ქონებაა, რომელსაც უკრაინის ეკლესიას ფლობს და რომელსაც რუსეთის საპატრიარქო განაგებს. უკრაინაში 12 ათასზე მეტი ეკლესია და სასულიერო დაწესებულება მოქმედებს, რაც რუსეთის ეკლესიის საერთო ქონების ნახევარია.

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი  ისტორიული და სიმბოლურია – რუსეთი და რუსული ეკლესია თავისი ისტორიის ათვლას სწორედ კიევის მთავრის, ვლადიმირის მიერ კიევის რუსეთის გაქრისტიანებიდან იწყებს. ამდენად, რუსეთი არ აპირებს ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მემკვიდრეობა უკრაინის ეკლესიას დაუთმოს.

კონსტანტინოპოლთან ურთიერთობის გაწყვეტის გამოცდილება რუსეთს უკვე აქვს. და ამის მიზეზი ასევე რუსეთის ყოფილი მეტროპოლია  იყო, რომლის ხელიდან გაშვება რუსეთს არ უნდოდა.  ეს 1996 წელს მოხდა, როდესაც კოსნტანტინოპოლმა ესტონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. მაშინ მოსკოვის და კონსტანტინოპოლის განხეთქილება რამდენიმე თვეს გაგრძელდა. თუმცა, ესტონეთი არ იყო უკრაინა, რომლის მიმართ რუსეთს დღემდე განსაკუთრებული მესაკუთრული გრძნობები და სენტიმენტები შემორჩა.

 “ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენი ეკლესიის წმინდა კანონიკური საზღვრების შეცვლას. კიევი – ეს ოდითგანვე წმინდა რუსეთის სულიერი აკვანია ისევე, როგორც მცხეთა საქართველოსთვის ან კოსოვო სერბეთისთვის,” – თქვა რუსეთის პატრიარქმა კირილმა ჯერ კიდევ 2016 წელს. 

“დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიის შექმნით რუსეთის იმპერიული პროექტი უბრალოდ დასრულდება. თუკი რუსეთის ისტორია არ დაიწყება კიევის რუსეთიდან ან მთავარი ვლადიმირის ზეობიდან, მაშ საიდან უნდა დაიწყოს ის? საიდან უნდა დაიწყოს რუსეთმა საკუთარი ისტორიის ათვლა? ოქროს ურდოდან?” – ამბობს BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის არაღიარებული კიევის საპატრიარქოს წარმომადგენელი ეპისკოპოსი ევსტატი.


ასევე წაიკითხეთ