რა გახდა ანომალიური ხანძრების - ბუნებრივი კატალიზატორები თუ დანაშაულის დაფარვის მცდელობა? " />

ციმბირში უპრეცედენტო ხანძრებს რუსული არმია აქრობს

რა გახდა ანომალიური ხანძრების - ბუნებრივი კატალიზატორები თუ დანაშაულის დაფარვის მცდელობა?

The Guardianის ცნობით, რუსეთის აღმოსავლეთში ტყის ხანძრების ფართობმა გადააჭარბა უპრეცედენტო სამ მილიონ ჰექტარს და ეს ხდება ქვეყნის ხუთ რეგიონში.

ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლი დასახლებულ პუნქტებს ფარავს, მათ შორის მილიონიან ქალაქებს – ჩელიაბინსკს, კრასნოიარსკსა და ეკატერინბურგს, ასევე აღწევს ალთაიამდე, პოვოლჟიემდე და მეზობელ ყაზახეთამდე. 

ეკოლოგები იმ სერიოზული შედეგების შესახებ გვაფრთხილებენ, რომელიც მომხდარს ადამიანების ჯანმრთელობისა და გლობალური კლიმატისათვის ექნება.

დღესდღეობით ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია 2 700 მეხანძრე.

კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა პუტინმა ხანძრების ჩასაქრობად არმიის გამოყენების ბრძანება გასცა. 10 თვითმფრინავი და 2 შვეულმფრენი გაგზავნეს კრასნოიარსკში. ირკუტსკის ოლქში სამხედრო ქვედანაყოფები გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადაიყვანეს.

ტყის ხანძრები რუსეთში ყოველწლიურად ჩნდება, მაგრამ ამ წელს უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიზეზი ანომალიური სიცხე და ძლიერი ქარი გახდა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ციმბირიდან ამტკიცებენ, რომ ხანძრის გაჩენის ადგილები ემთხვევა იმ ადგილებს, სადაც უკანონოდ იჩეხება ტყე – ანუ, ხანძარი დანაშაულის კვალის დაფარვის წინასწარგანზრახული მცდელობაა. 

პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა ამ ვერსიის შესწავლის ბრძანება გასცა.


ასევე წაიკითხეთ