ამაში მას ბრიტანული სადაზვერვო სამსახურები ადანაშაულებენ" />

რუსეთი კიბერ-ომს აწარმოებს და MH17-ის ჩამოგდებაშიც მიუძღვის წვლილი

ამაში მას ბრიტანული სადაზვერვო სამსახურები ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა მოხსენება, რომელშიც ბრიტანული დაზვერვის ქვედანაყოფები (МИ-5, МИ-6 და სამთავრობო კავშირგაბმულობის ცენტრი) რუსული ხელისუფლების მხრიდან ინტერნეტში მასშტაბური კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ აცხადებენ – იუწყება   FinancialTimes.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მოსახლეობის დეზინფორმირების კამპანიას აწარმოებს. ამის დასტურად, ბრიტანულ სადაზვერვო სამსახურს 2014 წლის ივლისში დონბასის თავზე ჩამოგდებული სამგზავრო თვითმფრინავის მაგალითი მოჰყავს.

„ამის (რუსეთის უკანონო ქმედებების) მთავარ მაგალითს წარმოადგენს მსოფლიოსთვის იმის მტკიცების მცდელობა, რომ რუსეთს  МН17-ის რეისის „ბოინგის“ დაღუპვაში ბრალი არ მიუძღვის (რაც დეზინფორმაციაა: ჩვენ ყოველგვარი დაჭვების გარეშე ვიცით, რომ რუსმა სამხედროებმა (დონბასში) ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი გაუშვეს, შემდეგ კი ის იქიდან გამოიტანეს“, – მიაჩნიათ მოხსენების ავტორებს.

„გამონაგონის და დეზინფორმაციის შეთხზვა და გამოქვეყნება“, – დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების აზრით, ეს ის არის, რითიც კრემლის მიერ დაქირავებული ადამიანები არიან დაკავებული. მოხსენების ავტორებს აღელვებთ ასევე რუსი ჰაკერების მზარდი შესაძლებლობები. მათი თქმით, რუსეთი მზადაა, რომ თავისი ქსელური ექსპერიმენტებისთვის მთელი მსოფლიო „პოლიგონად“ გამოიყენოს.

ერთი თვის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი რუსეთის ხელისუფლების მიმართ მკვეთრი განცხადებით გამოვიდა – „ჩვენ თქვენი გეგმების შესახებ ვიცით, და ნებას არ მოგცემთ, რაც გსურთ, ის გააკეთოთ,“- განაცხადა მან.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ