ვინ არის რუსეთის კულტურის ახალი, ექსტრავაგანტული მინისტრი" />

რუსეთის კულტურის ახალი მინისტრი: გინების სიყვარული, კულტურის ზიზღი

ვინ არის რუსეთის კულტურის ახალი, ექსტრავაგანტული მინისტრი

რუსეთის ფედერაციის კულტურის ახალი მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა გახდა და რადგან ის რუსეთში არც ისე ცნობილი ფიგურაა – ჟურნალისტებმა და ოპოზიციამ ონლაინგამოძიება დაიწყეს, თუ რა პიროვნებაა.

ბევრი საინტერესო რამ გაირკვა. რუსულმა გამოცემა „მედიაზონამ“ გამოაქვეყნა ერთი ფოტოსურათი, რომელიც სოციალურ ქსელებში, ლიუბიმოვას გვერდზე აღმოაჩინეს.

Новый министр культуры России Ольга Любимова

ოლგა ლიუბიმოვას, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ არ არის კულტურის მინისტრი, მაგრამ იმავე სამინისტროში კინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელია, მაისურზე აწერია:

„ვინ ხართ? მე თქვენ არ გიცნობთ. გააჯ…ით“.

ასევე, მედიასა და სოციალურ ქსელებში ციტირებენ მის ონლაინგამონათქვამებს. კერძოდ, მომავალი მინისტრი მოჰყვა, როგორ აღწერა საკუთარ დღიურში, რომელსაც 16 წლის ასაკში აწარმოებდა, „მჟავით აღფრთოვანება“ და „საოცარი ატმოსფერო წმინდა სამების ტაძარში“.

ასევე, ლიუბიმოვა აქვეყნებდა ისეთ პოსტებს, როგორიცაა „20 გზა საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღების მისაპყრობად“.

მაგრამ, ყველაზე კარგად რუსეთის კულტურის ახალი მინისტრის შეხედულებების შესახებ, შეგიძლიათ გაიგოთ „ლაივ ჟურნალში“ მისი პოსტების წაკითხვისას.

ის იქ წერს, რომ „უკულტურო ადამიანია“ და ადგენს სიას, თუ რას „ვერ იტანს“. ამ სიაში შეტანილი არიან: მუზეუმები, ოპერა, ბალეტი, კლასიკური მუსიკა, თეატრი, არტ-ჰაუს ფილმები და ბევრი სხვა რამ.

სოციალურ ქსელებში, სხვა პოსტებში ლიუბიმოვა წერდა, რომ არ ესმის, რა არის სამოქალაქო საზოგადოება, ასევე, მოსკოვში მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებდა:

„ჩემს ბავშვობაში, მიტინგებზე დადიოდნენ მხოლოდ ლოთები და უსაქმურები, რომლებიც იქ არაყს სვამდნენ“.

• პუტინმა გადატრიალება მოაწყო, რათა სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში 

• მოსაზრება: როგორ მოხდა, რომ რუსეთში სამოქალაქოს ნაცვლად სახელმწიფო საზოგადოება ყვავის

ახლა ყველა ეს პოსტი ბლოგიდან წაშლილია, მაგრამ ისინი კვლავინდებურად ხელმისაწვდომია ვებარქივში.

პუბლიკაციები მას შემდეგ გაქრა, რაც მათ ყურადღება მიაქციეს ტვიტერის მომხმარებლებმა, მათ შორის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ.

ლიუბიმოვამ კულტურის მინისტრის პოსტი 21 იანვარს, მას შემდეგ დაიკავა, რაც პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ახალი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა.

რუსეთის კულტურის ახალი მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა. 21 იანვარი, 2020. Reuters/Dmitry Astakhov


ასევე წაიკითხეთ