ცხვრების დაკვლის წესები, აღშფოთება და ფილოსოფია " />

როგორ აღნიშნეს აზერბაიჯანში ყურბან-ბაირამის დღესასწაული

ცხვრების დაკვლის წესები, აღშფოთება და ფილოსოფია

აზერბაიჯანში დღეს ყურბან ბაირამს – ერთ-ერთ მთავარ მუსლიმურ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს მართლმორწმუნე და შეძლებულ მუსლიმებს სამსხვერპლო ცხვრის დაკვლა და ხორცის ნათესავებისთვის, მეზობლებისა და ღარიბებისთვის დარიგება ევალებათ.

ყურბან-ბაირამი მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქ მექაში ყოველწლიური მოლოცვის დასრულების შემდეგ აღინიშნება. დღესასწაული სათავეს ბიბლიიდან ყურანში გადასული იმ ლეგენდიდან იღებს, რომლის მიხედვითაც, წინასწარმეტყველ იბრაგიმს (აბრაამი) ღმერთისთვის თავისი ვაჟის მსხვერპლად შეწირვა სურდა, ღმერთმა კი ბიჭის მაგივრად მსხვერპლად ცხვარი მიიღო.

თანამედროვე აზერბაიჯანში ყურბან-ბაირამს ოფიციალური სტატუსი აქვს და საკმაოდ პოპულარულია. ბოლო წლებში მან დამატებით სოციალური ელფერიც შეიძინა.

ერთი ის არის, რომ ამ დღეს ცხვრებს ხშირად იქ კლავენ, სადაც მოუხდებათ. ამ წელს სასურსათო უსაფრთხოების სააგენტომ დროულად მიმართა მათ, ვინც ცხვრის დაკვლითა და გაყიდვით არის დაკავებული, რათა ცხვრები მხოლოდ საგანგებოდ ამისთვის მოწყობილ პუნქტებში დაეკლათ. მაგრამ, როგორც ჩანს, ამას ყურადღება ყველამ არ მიაქცია – ქალაქგარეთ მდებარე დაბებიდან დილით სამსახურში მიმავალი ადამიანები უკვე ჩიოდნენ, რომ გზის გასწვრივ სისხლი მიედინებოდა.

მეორეა ეთიკური მომენტი: ქვეყნის მაცხოვრებელთა ნაწილი ამ დღესასწაულს სასტიკ დღესასწაულად მიიჩნევს. მათ შორის განსაკუთრებით მტრულად განწყობილები მსხვერპლის შემწირველებს თვალთმაქცობას აბრალებენ – ანუ, ამ გზით წელიწადში ერთხელ ღმერთს „ვალს“ უხდიანო. ისინი კი, თავის მხრივ, „ცხოველების დამცველებს“ სთავაზობენ, რომ ასევე ნუ ითვალთმაქცებენ, და წელიწადში ერთხელ ნუ ატეხენ ხმაურს ცხვრების გამო, რომლებსაც მთელი 364 დღის განმავლობაში დანარჩენები სრულიად მშვიდად მიირთმევენ.

სოციალურ ქსელებში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმაც გამოთქვა.

ოპოზიციური პოლიტიკოსი ნატიკ ჯაფარლი:

„როგორც ვხვდები, ზოგიერთ ჩემს მეგობარს უნდა, რომ ცხვრები საკუთარი სიკვდილით, სიბერისგან იხოცებოდნენ, ადამიანები კი პროტეინის დეფიციტისგან იტანჯებოდნენ)) დღესასწაულს გილოცავთ!“

კინოსცენარისტი რამიზ ფატალიევი:

„დღეს წელიწადის სწორედ ის დღეა, როდესაც ცხვრებს მსხვერპლად ვწირავთ. დანარჩენ დღეებში ამას ერთმანეთს ვუკეთებთ. ადამიანებს როდესაც ცუდად ვექცევით, თავში ხომ აზრადაც არ მოგვდის, რომ მათ ბაფთები, მაქმანები, ლენტები და კულულები შევაბათ. რაღაც თანმიმდევრულობა აკლია ამ ყველაფერს. მეცოდებიან ცხვრები. ადამიანებზე კი გული მწყდება.“

ეკონომისტმა ტორღულ მაშალიმ კი თავის გვერდზე მცირე „ცხვრების სტატისტიკა“ მოიყვანა :

„2018 წლის 1 ივლისისთვის აზერბაიჯანში 8649018 ცხვარი იყო. იმავე დღის მონაცემებით, მოსახლეობის რიცხვი 9936134 ადამიანს შეადგენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენთან 1 ადამიანზე 0,87 ცხვარი მოდის.“

სხვათა შორის, დღესასწაულის წინა დღეს ბევრმა გამყიდველმა ცხოველის ფასი გაზარდა. თუკი ჩვეულებრივ დროს ცოცხალი ცხვრის ფასი მისი წონის ერთი კილოგრამში, საშუალოდ, 8 მანათიდან (დაახლოებით 5 დოლარი) განისაზღვრებოდა, დღესასწაულის წინ ფასმა 10 მანათს(დაახლოებით 6 დოლარი) და უფრო მეტს მიაღწია.

ამავე თემაზე

104 კვერცხი, 21 დღე და 80 წიწილა: ვიდეორგოლი ბაქოს პერიფერიულ ზონაში მდებარე პატარა ფერმიდან

104 კვერცხი, 21 დღე და 80 წიწილა: ვიდეორგოლი ბაქოს პერიფერიულ ზონაში მდებარე პატარა ფერმიდან

აზერბაიჯანელი მომთაბარე მწყემსები: 25 ფოტო იმ ხალხის შესახებ, რომელთათვისაც საუკუნეების მანძილზე არაფერი იცვლება.

აზერბაიჯანელი მომთაბარე მწყემსები: 25 ფოტო იმ ხალხის შესახებ, რომელთათვისაც საუკუნეების მანძილზე არაფერი იცვლება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქუჩებში საქონლის დაკვლა აკრძალა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქუჩებში საქონლის დაკვლა აკრძალა

აზერბაიჯანში შეიარაღებული ძალების ასი წლისთავი აღნიშნეს

აზერბაიჯანში შეიარაღებული ძალების ასი წლისთავი აღნიშნეს

დღეს „ბაქოს მარათონში“ 18 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

დღეს „ბაქოს მარათონში“ 18 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

ენერგეტიკული აპოკალიფსი აზერბაიჯანში - ფოტოები, ისტორიები და კომენტარები

ენერგეტიკული აპოკალიფსი აზერბაიჯანში - ფოტოები, ისტორიები და კომენტარები

იალქნიანი იახტების შეჯიბრი ბაქოს სანაპიროზე. ვიდეო

იალქნიანი იახტების შეჯიბრი ბაქოს სანაპიროზე. ვიდეო

რას ნიშნავს აზერბაიჯანში ტრანსპორტზე ტარიფების გაზრდა?

რას ნიშნავს აზერბაიჯანში ტრანსპორტზე ტარიფების გაზრდა?


ასევე წაიკითხეთ