მინსკს შეეძლო პუტინს სამუდამოდ ხელისუფლებაში დარჩენაში დახმარებოდა" />

რაში სჭირდება ვლადიმირ პუტინს ბელარუსი და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი

მინსკს შეეძლო პუტინს სამუდამოდ ხელისუფლებაში დარჩენაში დახმარებოდა

გეგმა „ა“ და „ბ“ 

15 იანვარს, ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის მთავრობა და ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ განაცხადა.

სააგენტო Bloomberg-ი კრემლში არსებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ შესაძლოა, ეს არის გეგმა „ბ“, რომელიც იმ შემთხვევისთვის იყო შემუშავებული, თუკი არ იმუშავებდა გეგმა „ა“.

გეგმა „ა“ კი იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთი და ბელარუსი გაერთიანდებოდნენ და შექმნიდნენ ახალ სახელმწიფოს.

პუტინმა გადატრიალება მოაწყო, რათა სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში?

მინსკი და მოსკოვი – რატომ თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა კატეგორიული უარი რუსეთში „ინტეგრირებაზე“

მიზანი და მეთოდები 

ორივე გეგმას ერთი მიზანი აქვს – შეუნარჩუნოს ვლადიმირ პუტინს ძალაუფლება მას შემდეგაც, როდესაც 2024 წელს, მისი პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ყველა კანონიერი ვადა ამოიწურება. 

რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანება ასეთ შესაძლებლობას იძლეოდა. ფორმალურად, მსოფლიოს რუკაზე ახალი სახელმწიფო ჩნდებოდა, სადაც ახალი კონსტიტუცია ამოქმედდებოდა და ხელისუფლების არჩევა „ნულიდან“ იქნებოდა შესაძლებელი.

მაგრამ ამ გეგმამ არ იმუშავა – კატეგორიულად წინააღმდეგ წავიდა ალექსანდრ ლუკაშენკო, კოლმეურნეობის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც უკვე 25 წელია ერთპიროვნულად მართავს ბელარუსს.

და ახლა ის თავისი სიჯიუტის საფასურს იხდის: ინტეგრაციაზე უარის თქმის შემდეგ, რუსეთმა მკვეთრად (20 პროცენტით) გაზარდა ნავთობის ფასი, რომელსაც ბელარუსული ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები იღებენ. ნავთობის გადამუშავება ბელარუსის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

რატომ ჩავიდა სახელმწიფო მდივანი პომპეო 

აგრესიული საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ატარებს, რუსეთისა და ბელარუსის ურთიერთობა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური თემა გახდა. 

თებერვლის დასაწყისში, მინსკში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო. ეს უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში, ასეთი დონის ამერიკელი ჩინოვნიკის პირველი ვიზიტია ბელარუსში.

მინსკში პომპეომ განაცხადა ამერიკული კომპანიების მზაობის შესახებ, სრულად დააკმაყოფილონ ბელარუსის მოთხოვნილება ნედლ ნავთობზე.

„ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობას უდიდეს იმპერიასთან, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოსთან“, – განაცხადა ლუკაშენკომ ამ ვიზიტის შემდეგ.

„არასოდეს!“ 

რუსულ რადიოსადგურ „ეხო მოსკვასთან“ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა მას ორი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი პარლამენტის ხელმძღვანელობა შესთავაზა, მაგრამ მან უარი განუცხადა.

კითხვაზე იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას საკუთარ მონაწილეობაზე პუტინის ხელისუფლების შენარჩუნების გეგმებში, ლუკაშენკომ უპასუხა:

„რუსეთში არანაირი საპარლამენტო თანამდებობა არ მჭირდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იქ ხელბორკილებით მიმიყვანენ. არასოდეს!“.

Belarusian President Alexander Lukashenko greets U.S. Secretary of State Mike Pompeo during a meeting in Minsk, Belarus, February 1, 2020. REUTERS/Kevin Lamarque


ასევე წაიკითხეთ