ტოფიგ იაგუბლუ ოპოზიციის ახლახან გამართული მიტინგის შემდეგ დააპატიმრეს " />

ოპოზიციონერ იაგბულის აპელაციაზე უარი უთხრეს, ის 30 დღე-ღამე ბაქოს ციხეში დარჩება

ტოფიგ იაგუბლუ ოპოზიციის ახლახან გამართული მიტინგის შემდეგ დააპატიმრეს

აზერბაიჯანის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ტოფიგ იაგუბლუ ციხეში, ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება. მას 19 ოქტომბერს გამართული ოპოზიციის მიტინგის შემდეგ 30 დღე-ღამით პატიმრობა მიესაჯა. სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი უარყო და განაჩენი ძალაში დატოვა. ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ მას დაკავებისას სცემეს.

• მიტინგები, დაპატიმრებები, ახალი დანიშვნები – უჩვეულოდ მწვავე კვირის შესახებ აზერბაიჯანში

• ოთხი მიტინგი ერთ დღეში  – ფოტორეპორტაჟი თბილისიდან 

რატომ დააპატიმრეს იაგუბლუ

19 ოქტომბერს ბაქოში გაიმართა ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგი, რომელიც დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული.

პოლიციამ მიტინგი სასტიკად აღკვეთა, და ასამდე ადამიანი დააკავა. ბევრმა დაკავებულმა სხვადასხვა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა მიიღო. მათ შორის იყო დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს  საკოორდინაციო ცენტრის წევრი და პარტია „მუსავათის“ აქტივისტი ტოფიგ იაგუბლუ.  

დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ოპოზიციონერს სასტიკად სცემეს, და მოითხოვდნენ, რომ მას კამერასთან ეთქვა, თითქოს პოლიტიკურ ბრძოლას წყვეტდა ამის შესახებ ტოფიგ იაგუბლუს ქალიშვილი და მისი ადვოკატი ჰყვებიან .  

ფოტო: ტოფიგ იაგუბლუ 2019წლის 19 იანვარს პოლიტპატიმართა დასაცავად გამართულ მიტინგზე

ტოფიგ იაგუბლუს სიძე, პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ აქტივისტი სეიმურ ჰაზი მიტინგამდე ჯერ კიდევ ორი დღით ადრე დააკავეს. მას ბრალად წვრილმანი ხულიგნობა დასდეს. თანაც, თავიდან მას 15 დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ კი ეს ვადა 30 დღემდე გაუგრძელეს.

იაგუბლუსაც და ჰაზისაც მანამდე, სხვადასხვა ბრალდებებით, რამდენიმე წლიანი პატიმრობა უკვე მოხდილი აქვთ, და პოლიტიკურ პატიმრებად არიან აღიარებულები. ოპოზიციონერების თანამოაზრეები, ბევრი ჟურნალისტი და ადგილობრივი უფლებადამცავი ორგანიზაციები ახლანდელ დაპატიმრებებს და ვადებს ასევე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. 

დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ მომდევნო მიტინგი 10 ნოემბრისთვის დაგეგმა.


ასევე წაიკითხეთ