ნატალი თიბისი ბანკის სტიპენდიანტია" />

ნატალი ჯაიანი. ქართველი ჩოგბურთელი თავის კუმირზე, მიზნებზე და დღის რეჟიმზე

ნატალი თიბისი ბანკის სტიპენდიანტია

14 წლის ნატალი ჯაიანი უკვე ოთხი წელია პროფესიულ ჩოგბურთს თამაშობს.

ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემიის მოსწავლე ყოველ დილით შვიდ საათზე დგება, რომ ვარჯიშზე წავიდეს.

ნატალი უკვე საქართველოს ჩემპიონია. თუმცა, მისი მიზანი ბევრად დიდია. ნატალის კუმირი იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკაა. ნატალის ოცნება სწორედ ნაომის წარმატების გამეორებაა.

მონდომება, ბევრი შრომა და დაღლა –  წარმატების საიდუმლო სწორედ ამ ყველაფერზე გადის, ამბობს ის.

გოგონა თიბისი ბანკის სტიპენდიანტია. ყოველთვიურად ბანკისგან მიღებული თანხა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა პატარა ჩოგბურთელისთვის.


ასევე წაიკითხეთ