ნორვეგიელმა დიდოსტატმა მესამედ მოიპოვა ჰაშიმოვის მემორიალის გამარჯვებულის ტიტული" />

მსოფლიო ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა აზერბაიჯანში გამართულ საჭადრაკო სუპერტურნირში გაიმარჯვა

ნორვეგიელმა დიდოსტატმა მესამედ მოიპოვა ჰაშიმოვის მემორიალის გამარჯვებულის ტიტული

მსოფლიო ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა აზერბაიჯანელი დიდოსტატის, ვუგარ ჰაშიმოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ სუპერტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. 27 წლის ნორვეგიელმა მესამედ გაიმარჯვა ამ ტურნირში, რომელიც აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ შამქორში იმართება.

ასპარეზობაში 10 დიდოსტატი მონაწილეობდა. მეორე ადგილი ჩინელმა დინ ლიჟენმა დაიკავა, რომელიც გამარჯვებულს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა. ტურნირში მონაწილე სამი აზერბაიჯანელიდან საუკეთესო შედეგი შაჰრიარ მემედიაროვს აქვს, რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა. მემედიაროვი ოდნავ დაღლილად გამოიყურებოდა მსოფლიო საჭადრაკო გვირგვინის მოსაპოვებლად გამართული ტურნირის შემდეგ, სადაც მან მეორე ადგილი დაიკავა. აღნიშნული ჩემპიონატი ქ. ბერლინში ჩატარდა.

“ძალიან სერიოზული ბრძოლის გამართვა მომიწია. ამჯერად ჩემი თამაში ძალიან შორს იყო იდეალისგან, მაგრამ საჭირო მომენტში გამარჯვების მოპოვება შევძელი”, – განაცხადა კარლსენმა ვებგვერდ azerisport.com-ის წარმომადგენლებთან საუბრისას.

შამქორის ტურნირი, რომელიც ჰაშიმოვის ხსოვნას ეძღვნება, 21-ე კატეგორიის სირთულის საჭადრაკო ასპარეზობად მიიჩნევა (ამ სფეროში სულ 22 კატეგორია არსებობს). ამჯერად ამ შეჯიბრებაში მსოფლიოს თითქმის ყველა უძლიერესმა დიდოსტატმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ღონისძიება მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტის, ამერიკელი კარუანისა და სომხეთის წარმომადგენელ არონიანის გარეშე ჩატარდა.

აზერბაიჯანელი დიდოსტატი, ვუგარ ჰაშიმოვი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე იყო. იგი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ პერიოდში გაშიმოვი თავისი კარიერის პიკზე იმყოფებოდა.


ასევე წაიკითხეთ