ერთ-ერთი განაჩენი: ორი წელი პატიმრობა იმის გამო, რომ პოლიციელს შეეხო " />

ტვიტებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის მოსკოვში ოპოზიციონერებს აპატიმრებენ

ერთ-ერთი განაჩენი: ორი წელი პატიმრობა იმის გამო, რომ პოლიციელს შეეხო

რუსეთის სასამართლოებმა მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის უპრეცედენტო სასჯელების შეფარდება დაიწყეს. მათ რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან ასეთი ბრალდებების გამო: მასობრივ არეულობაში მონაწილეობისთვის, ექსტრემისტული მოწოდებებისთვის, პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

როგორც რუსული გამოცემა მედიაზონა იტყობინება, საქმეები რეკორდულად მოკლე დროში განიხილება – მაქსიმუმია სამი დღე. არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო პროცესი მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა.

კომენტარი: „არ წაიკითხოთ მკვლელის წიგნები“

• 15 წელი ბესლანის ტერაქტიდან. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა

პროკურატურა ყველასთვის რეალური პატიმრობის შეფარდებას ითხოვს – ხუთ წლამდე ვადით.

დღეისათვის სამი განაჩენია გამოტანილი.

აქტივისტ ივან პოდკოპაევის საქმე

გამოძიების ვერსიით, ივან პოდკოპაევმა წიწაკის გაზი გაავრცელა ძალოვნების მიმართულებით 27 ივლისს, მოსკოვის ცენტრში გამართული აქციისას, რომელიც მასობრივი დაკავებებით დასრულდა.

პოდკოპაევმა ბრალი აღიარა. მოსამართლემ მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

კომენტარი: მოსკოვში პროტესტი მატულობს – მოიმატებს რეპრესიებიც

დადასტურებულია: რუსი ჟურნალისტები ცენტრალურ აფრიკაში მათი გამოძიების გამო მოკლეს და არა ძარცვისას

ბიზნესმენ დანილ ბეგლეცის საქმე

ბიზნესმენი, 26 წლის დანილ ბეგლეცი 27 ივლისს, მოსკოვის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციისას დააკავეს.

მისი თქმით, იქ შემთხვევით აღმოჩნდა და აქციის ტერიტორიის დატოვება ვერ მოახერხა, რამდენადაც პოლიციის ალყაში აღმოჩნდა.

გამოძიების ვერსიით, ბეგლეცმა პოლიციელის ხელისკენ გაიწია, რომელიც პროტესტის მონაწილეებს აპატიმრებდა.

განსასჯელმა ბრალი აღიარა. განაჩენი – ორი წელი კოლონიაში.

ბლოგერ ვლადისლავ სინიცის საქმე 

ბლოგერ ვლადისლავ სინიცს ხუთი წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ პოლიციელების შვილების შესახებ ტვიტი დაწერა.

ტვიტერზე განიხილავდნენ ძალოვანი უწყებების იმ კონკრეტული თანამშრომლების სახელების დასახელების აუცილებლობას, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციის სასტიკ დარბევაში. სინიცმა დაწერა:

„ადამიანები დაათვალიერებენ) საყვარელ, ბედნიერ ოჯახურ ფოტოებს, შეისწავლიან ადგილმდებარეობას, შემდეგ კი, ერთხელაც, მამაცი უფლებადამცველის შვილი უბრალოდ აღარ ბრუნდება სკოლიდან. ბავშვის მაგივრად კი ფოსტით მოდის კომპაქტდისკი მასზე ჩაწერილი სნეპ-ვიდეოთი“.

სინიცი დამნაშავედ ცნეს ექსტრემიზმში ძალადობის მუქარის გამოყენებით. განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ „დანაშაულის იარაღის“ სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაციის ბრძანება გასცა – თეთრი აიფონის. 

კირილ ჟუკოვის საქმე 

კირილ ჟუკოვს სამი წლით კოლონიაში სასჯელის მოხდა იმის გამო შეუფარდეს, რომ დემონსტრაციის დროს პოლიციელის ჩაფხუტს შეეხო

გამოძიების ვერსიით, მან ამით პოლიციელს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

ჟუკოვი ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ მან უბრალოდ ხელი გაიქნია და წინასწარი განზრახვის გარეშე შეეხო პოლიციელის ჩაფხუტს.

„მოსკოვის საქმის“ პერსპექტივა 

მოსკოვში 27 ივლისს მომხდარი მასობრივი არეულობის საქმეზე საერთო ჯამში 15 კაცია ბრალდებული.

ზოგი მათგანი იზოლატორშია, ზოგს კი შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული. ასობით ადამიანს კითხავენ მოწმის სახით, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ისინი ბრალდებულები გახდნენ.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერებმა ალექსეი ნავალნის მეთაურობით მოსახლეობას უვადო საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდეს მანამდე, სანამ არ გათავისუფლდება ყველა ბრალდებული საქმისა, რომელმაც „მოსკოვის საქმის“ სახელწოდება მიიღო.

ასევე, მათ მოქალაქებს მოუწოდეს, 8 სექტემბრის მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებზე ხმა მხოლოდ იმ კანდიდატებს მისცენ, რომლებიც საჯაროდ გმობენ რეპრესიებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატების მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებზე არდაშვება გახდა რუსეთის დედაქალაქში უპრეცედენტო საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი. ის 14 ივლისიდან მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა უკვე ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო.

ერთკაციანი აქცია მოსკოვში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. პლაკატზე ასეთი წარწერაა – „თავისუფლება იგორ ჟუკოვს“. 3 სექტემბერი, 2019. REUTERS/შამილ ჟუმატოვი


ასევე წაიკითხეთ