რა არის „ღია ცის შესახებ შეთანხმება“ და როგორ აისახება ამ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე" />

მოსაზრება: ტრამპი პუტინს აღმოსავლეთ ევროპაში რუსი სამხედროების მოქმედებებზე ერთპიროვნულ კონტროლს ჩუქნის

რა არის „ღია ცის შესახებ შეთანხმება“ და როგორ აისახება ამ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა აშშ-ის განზრახვის შესახებ, დატოვოს „ღია ცის შესახებ შეთანხმება“. რა შეთანხმებაა ეს და როგორი იქნება ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შედეგები, მათ შორის კავკასიისთვის? ამასთან დაკავშირებით, CNN-ი განიარაღების საკითხებში ცნობილი სპეციალისტის, დევიდ ედელმანის მოსაზრებებს აქვეყნებს.

• უკრაინა – ტრამპის შანტაჟის მსხვერპლი? ხუთი მთავარი პუნქტი ამერიკელი დიპლომატის სკანდალური ჩვენებიდან

რა არის „ღია ცის შესახებ შეთანხმება“

„ღია ცის შესახებ შეთანხმება“ – შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ის, მის მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ ერთმანეთის ტერიტორიის საჰაერო შემოწმებები, რათა გააკონტროლონ იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულებების შესრულება.

პირველად ასეთი ხელშეკრულების გაფორმების წინადადებით, ჯერ კიდევ 1955 წელს გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი, დუაიტ ეიზენჰაუერი, მაგრამ რეალობად ის მხოლოდ 2002 წელს იქცა.

შეთანხმებაში 34 ქვეყანა მონაწილეობს.

რითაა სასარგებლო „ღია ცის შესახებ შეთანხმება“ 

შეიარაღებაზე კონტროლის გარდა, ეს შეთანხმება რუსი სამხედროების მოქმედებების მონიტორინგის საშუალებას იძლევა ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საზღვრები.

რამდენადაც ასეთი ინსპექტირების შედეგად მოპოვებული მონაცემები კონფიდენციალური არ არის, შესაძლებელია მისი გამოყენება მედიაში და ამით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა.

მაგალითად, 2018 წლის 6 დეკემბერს, ასეთი ინსპექტირების შედეგად მოპოვებული მონაცემები დაეხმარა იმის დადგენას, რომ რუსმა სამხედროებმა ქერჩის სრუტეში აგრესიული მოქმედებები განახორციელეს უკრაინული გემების წინააღმდეგ.

კალინინგრადის ოლქის ტერიტორიის კონტროლი კი, სადაც რუსული ბირთვული რაკეტებია განთავსებული, მნიშვნელოვანია ბალტიის ქვეყნებისათვის.

რითია სახიფათო შეთანხმებიდან გასვლა 

„ღია ცის შესახებ შეთანხმებიდან“ გასვლა აშშ-სა და მის მოკავშირეებს წაართმევს მნიშვნელოვან მონაცემებს რუსი სამხედროების მოქმედებების შესახებ. მაგრამ რაც ყველაზე საშიშია – ეს არის განხეთქილება, რომელიც ამ ნაბიჯმა შეიძლება შეიტანოს ნატოს რიგებში.

რატომ უნდა აშშ-ის ადმინისტრაციას „ღია ცის შესახებ შეთანხმების“ დატოვება 

ამ შეთანხმებიდან გასვლის განზრახვის წინააღმდეგ გამოდის ყველა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი, შეიარაღების სფეროს სპეციალისტები. ამ გადაწყვეტილებას მხარს მხოლოდ პრეზიდენტი ტრამპი უჭერს.

არ არსებობს ახსნა, თუ რატომ აპირებს აშშ ამ ნაბიჯის გადადგმას შეთანხმების ამოქმედებიდან 17 წლის შემდეგ.

ერთადერთი ახსნა, როგორც CNN-ის პუბლიკაციის ავტორი ამტკიცებს, მდგომარეობს შემდეგში: „ვაკვირდები რა, როგორ აპირებს პრეზიდენტი ტრამპი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმების განადგურებას, ვფიქრობ – როგორი სასიამოვნო პერსპექტივაა ვლადიმირ პუტინისთვის“.


ასევე წაიკითხეთ