ბრიტანელი პოლიტოლოგი, მარკ გალეოტი „ისლამური სახელმწიფოსა“ და ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყაროს შედარების გზით, სამომავლო პროგნოზებს აკეთებს" />

მოსაზრება: რა შეიძლება მოჰყვეს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერისა და მისი მემკვიდრის განადგურებას

ბრიტანელი პოლიტოლოგი, მარკ გალეოტი „ისლამური სახელმწიფოსა“ და ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყაროს შედარების გზით, სამომავლო პროგნოზებს აკეთებს

ბრიტანელი პოლიტოლოგი, მარკ გალეოტი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სწავლობს ზოგადად რუსეთსა და კერძოდ, რუსულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ სამყაროს. მას მიაჩნია, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დიდწილად აგებულია იმავე პრინციპებზე, რაზეც რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყარო.

27 ოქტომბერს დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ლიკვიდირებულიები არიან „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი და ადამიანი, რომელიც მის მემკვიდრედ მიიჩნეოდა – აბუ ჰასან ალ-მუჰაჯირი.

როგორ გაანადგურეს აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი

სირიაში ქურთები რუსეთსა და პრეზიდენტ ასადთან შედიან ალიანსში. რატომ ადანაშაულებენ ამაში აშშ-ს?

რეპორტაჟი ერაყიდან, ისლამისტების წინააღმდეგ მიმდინარე ომის წინა ხაზიდან

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მარკ გალეოტი აანალიზებს, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, მათ შორის, ახალი ტერორისტული თავდასხმების რისკს.

• ახლა დიდი ციებ-ცხელება დაიწყება ახალი ლიდერის დანიშვნის მცდელობაში. ხელისუფლებაში წარმოქმნილი ვაკუუმი ორგანიზაციის ფრაგმენტაციისა და დემორალიზაციის საფრთხეს აჩენს. დანიშნული პიროვნება აუცილებლად ნამდვილი ლიდერი არ იქნება, სტრუქტურის ჭეშმარიტი ხელმძღვანელი მოგვიანებით გამოჩნდება.

• ლიდერობის კანდიდატებს ან უბრალოდ კარიერული ზრდის მსურველებს მოუწევთ იდეოლოგიური სიმტკიცის, ქარიზმის, დაუნდობლობისა და ეფექტურობის დემონსტრირება. მაგრამ, პირველ რიგში, მათგან მოქმედებებს დაელოდებიან. ამიტომ, ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ Youtube-ზე ახალი საშინელი ვიდეოების გამოჩენას ველოდოთ.

• შიდა კონფლიქტების ალბათობა მაღალია. ლიდერობის პრეტენდენტები იბრძოლებენ რესურსებისთვის, ზოგიერთები – უფრო დიდი ავტონომიისა თუ გამოყოფისათვის. ეს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს მოწინააღმდეგე ჯგუფების სპეცსამსახურებს.

• „ისლამური სახელმწიფოს“, როგორც ქმედითი სტრუქტურის შენარჩუნებისთვის, ახალი ხელმძღვანელს საკუთარი ეფექტურობის დემონსტრირება მოუწევს. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია ახალი ტერორისტული შეტევები ან მათი მცდელობები.

ღიად რჩება საკითხი, შეძლებს კი „ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც ლიდერები და ტერიტორიებზე კონტროლი დაკარგა – შეინარჩუნოს საკუთარი გავლენა? არ არის გამორიცხული, რომ მისი ახალი ხელმძღვანელი მხოლოდ სიმბოლურ ფიგურად დარჩეს.

ნახევრადდანგრეული al-Nouri-ის მეჩეთის ხედი. სწორედ აქედან გააკეთა 2014 წელს განცხადება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადმა ხალიფატის შექმნის შესახებ. ქალაქი მოსული, ერაყი. 27 ოქტომბერი, 2019. REUTERS/Abdullah Rashid


ასევე წაიკითხეთ