აფხაზი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი აფხაზეთში გაბატონებული კრიმინალის შესახებ " />

მოსაზრება: „კრიმინალური აფხაზეთი – როგორ მივიღეთ ის?“

აფხაზი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი აფხაზეთში გაბატონებული კრიმინალის შესახებ

აფხაზი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი წერს აფხაზეთში გაბატონებული კრიმინალის  მიზეზებზე, შედეგებსა და იმაზე, რა უნდა გაკეთდეს.

აფხაზეთში ორი “კანონიერი ქურდი” მოკლეს

როგორ შეაშინა აფხაზეთის კურორტებმა რუსი ტურისტები: ყაჩაღები და პოლიცია

• მოსაზრება: საზოგადოებაში არსებული მორალური პრობლემები

„ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ პატარა, ცხოვრებისთვის მოხერხებული ქვეყნის იდეიდან კრიმინალური კლოაკა გაიზარდა. მე ვიღებ ყოველი ადამიანის პასუხისმგებლობის ზომას იმაზე, სადამდეც ამ გზამ საბოლოოდ მიგვიყვანა.

ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, ომის შემდეგ.

როდესაც ადამიანები უბრალოდ კლავდნენ, ვისაც უნდოდათ, აუპატიურებდნენ, შემდეგ კლავდნენ. კლავდნენ და მათ სახლებში სახლდებოდნენ.

შემდეგ, ეს ნახირი სახელმწიფოს მშენებლები გახდნენ, იღებდნენ ჯილდოებს, ამბობდნენ ჭკვიანურ აზრებს.

როგორი სახელმწიფოს აღმშენებელი გამოვა მანიაკისგან? იმისგან, ვინც ეშმაკი გახდა, რაც მის მიერ დაღვრილი ადამიანის სისხლი დაინახა?

ეს არავის უგლოვია, არავის მოუნანიებია. და ამისგან ამოიზარდა ცხოვრება – აი, ისეთი ცხოვრება, აბსოლუტურად საზიზღარი.

მე ყოველთვის უარს ვამბობდი ნარკომოვაჭრეებისა და სხვა ბოროტი ადამიანებისთვის, მაგალითად, ქურდებისთვის ხელის ჩამორთმევაზე. ამის გაკეთება არ შეიძლება, იმიტომ, რომ მაშინ მოძალადეობა სხეულსა და სულზე გეკვრის.

ბევრ ჩემს ახლობელ ადამიანს არაერთხელ უთქვამს: „ასე როგორ შეიძლება, ისინი ხომ ჩვენი ახლობლები არიან“. მაგრამ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მივიღეთ საზოგადოებაში, ჩვენს ცხოვრებაში ეს საზიზღარი ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები – სწორედ ამიტომ გაიზარდნენ ისინი, ვისაც თავისუფლად შეუძლიათ ხალხის ხოცვა.

ბოროტება აფხაზეთში ნორმად იქცა. ბიჭები აქ იზრდებიან და საზოგადოების წევრები ხდებიან, სადაც ქურდი, ნარკომოვაჭრე და, საერთოდ, ყველანაირი კრიმინალი ადამიანობად ითვლება. 

რა უნდა უთხრას მათ მშობელმა? შენ არ შეიძლება იყო საზოგადოებაში, სადაც ადამიანური ნორმა – არანორმალურია, უთხრა ბავშვებს: ეს ბოროტებაა. ამისათვის ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ სკოლებსა და სხვადასხვა საბავშვო ჯგუფში.

უნდა წახვიდე კომპრომისზე – რაც, არსებითად, ნიშნავს, რომ შეეცდები, არ შეიმჩნიო მათი გარდატეხის პერიოდი.

კარგი, ფარხმალი დაყარე. კომპრომისის საფასური? მასობრივად ყველგან ნარკოტიკები, რომელმაც უკვე ახლა შეჭამა ხალხი, საკუთარი შვილების დაკრძალვები, პოლიციელებთან „მოგვარებები“ და მსგავსი „კომპრომისები“.

აფხაზეთი ღრმა უბედურებაშია.

არ მესმის – რატომ, როდესაც ათწლეულის ბოლოს ზრდა იყო, რატომ არ მოხდა ის, რაც მოხდა თითქმის ყველგან პოსტსაბჭოთა სივრცეში? ბუნებრივი, ცხოვრების ევოლუციური ნორმალიზაცია, კრიმინალის გაძევება, კრიმინალური ცხოვრების წესის ლიკვიდაცია.

ნათელი იყო, რომ, როგორც კი აფხაზეთში ფულმა დაიწყო შემოსვლა, ადამიანების ნაწილი წინ წავიდა, გაჩნდა ცხოვრება.

მაგრამ ყველაფერი წავიდა რაღაც ჯოჯოხეთში. კულტურამ ვერ მოახერხა განუკითხაობის დამარცხება. ახლა კი ყველა, ვინც ძლივს წამოდგა ფეხზე – ამ სოციალური ჯოჯოხეთის საკვებია, რომელიც აქ შეიქმნა. და ჯოჯოხეთი თანდათანობით ჭამს ადამიანებს სათითაოდ, ორ-ორად და ჯგუფებადაც“.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ