პატარა დაკარგული სოფელი მთებში, თბილისიდან მანქანით ორი საათის სავალზე " />

მომავალი „სამოთხე“ ტურისტებისთვის? ფოტორეპორტაჟი საქართველოში მდებარე დაშბაშის ხეობიდან

პატარა დაკარგული სოფელი მთებში, თბილისიდან მანქანით ორი საათის სავალზე

Slider

„ვქმნით ახალ სამოთხეს საქართველოში ტურისტებისთვის“ - დაახლოებით ასე ჟღერს საინვესტიციო პროექტის ამოცანა, რომელიც თბილისიდან სამხრეთით, დაშბაშის ხეობაში, 2019 წლის ზაფხულში დაწყო. ადგილობრივები მოლოდინით არიან აღვსილები. მათ შორის არის ლეილა, ხეობის შესასვლელში მდგარი პატარა მაღაზიის მეპატრონე.

Slider
Slider

სოფელი და ხეობა საქართველოს სამხრეთით, ქვემო ქართლის რეგიონში პატარა ქალაქ წალკიდან სამ კილომეტრში მდებარეობს. დაშბაში - წყნარი ადგილი, ზაფხულში, უქმე დღეებშიც კი, როდესაც აქ ძალიან ბევრი ტურისტია. ადგილობრივებს ესმით, რომ შეეძლოთ ბიზნესის შექმნა ტურისტების წყალობით, მაგრამ თავდაპირველი კაპიტალი არავის აქვს. ლეილა - იშვიათი გამონაკლისია.

Slider
Slider

პრაქტიკულად ყველა ტურისტი შედის ლეილას მაღაზიაში. იმისათვის, რომ ლიმონათი დალიონ და დატკბენ ხედით, რომელიც მისი ბაღიდან იშლება. „დაშბაშში მეტი არაფერია. ჩვენ მხოლოდ ინვესტიციები დაგვეხმარება“, - აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას ლეილა.

Slider
Slider

მისი იმედები, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ახდეს. 2019 წლის მაისის დასაწყისში, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა. ინვესტორი - ისრაელური კომპანია Kass Land. პროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, ხეობაში 240-მეტრიანი გამჭვირვალე ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.

Slider
Slider

„პროექტი დაიწყო და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. ჩვენი გათვლით, სეზონზე აქ დღეში 2-3 ათასი ადამიანი ჩამოვა. დაახლოებით 60 მილიონი დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ“, - განუცხადა JAMnews-ს პროექტის მენეჯერმა, ანა შანიძემ.

Slider
Slider

ელიან, რომ დაშბაშში ახალი სასტუმროები, კაფეები და რესტორნები გაჩნდება. Kass Land-ის გეგმებში მუსიკალური ფესტივალის ჩატარებაცაა, მაგრამ ხეობაში შესვლა უფასო აღარ იქნება, როგორც დღეს არის. შესვლა 15 ლარი (დაახლოებით, 5 დოლარი) ეღირება.

Slider
Slider

„ძალიან კმაყოფილი ვარ. ახალი სამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობები გაგვიჩნდება“, - ამბობს დაშბაშელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უკვე დაწყებულ მშენებლობაზე დასაქმდა.

Slider
Slider

ახალ ინვესტიციებთან დაკავშირებული სასიხარულო მოლოდინები, პირველ რიგში, ამ რაიონში ცხოვრების დაბალი დონით აიხსნება. სამუშაო ადგილები ძალიან ცოტაა. აქ, მაღალმთიან ადგილას, მინდვრებითა და საძოვრებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე ერთად ცხოვრობენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები და ბერძნები. მათი მთავარი საქმიანობა - სოფლის მეურნეობა. ამ ადგილისთვის ტიპური სურათია - ცხვრის დიდი ფარა, რომელსაც თან ახლავს მწყემსები.

Slider
Slider

თუმცა, საინვესტიციო პროექტის მენეჯერი ანა შანიძე თავიდანვე გვაფრთხილებს: „კონტრაქტი ჩვენ, პირველ რიგში ადგილობრივების დასაქმებას არ გვავალდებულებს. მაგრამ, რაღაც ადგილებს მათ, რა თქმა უნდა, შევთავაზებთ“.

Slider
Slider

დაშბაშში ყველა არ ამყარებს იმედს დაპირებულ ახალ სამუშაო ადგილებზე. ზოგიერთები საკუთარ გეგმებს აწყობენ. მაგალითად, ლერნიკმა, ხანშიშესულმა მამაკაცმა, ცოტა ხნის წინ გახსნა პატარა მაღაზია წალკაში, ხეობიდან სამ კილომეტრში.

Slider
Slider

„თუკი ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, ჰოსტელსაც გავხსნი. დაშბაშში დიდი სახლი მაქვს და მხოლოდ გარემონტება დამჭირდება“, - ამბობს ის.

Slider
Slider

ეჭვგარეშეა, რომ ამ ადგილებში ცხოვრება საგრძნობლად შეიცვლება. მაგრამ, ამავე დროს, ახალი გარემოსდაცვითი საფრთხეებიც გაჩნდება. კომპანია Kass Land ამტკიცებს, რომ უნიკალური ადგილობრივი ბუნება არ დაზიანდება, რამდენადაც მთელი მშენებლობა დაცული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ წარიმართება.

Slider
Slider

ამ ინფორმაციის დაცული ტერიტორიების სააგენტოში დადასტურება ვერ მოხერხდა - JAMnews-ის კითხვა უპასუხო დარჩა. ქართული გარემოსდამცველი ორგანიზაციები და აქტივისტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ისინიც დეტალურ ინფორმაციას ელიან დაწყებულ პროექტთან დაკავშირებით.

Slider

 


ასევე წაიკითხეთ