მთლიანობაში ასამდე ადამიანია დაკავებული; მათ შორის ოპოზიციის ლიდერებიც არიან " />

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ოპოზიციას მიტინგის ჩატარებაში სხვადასხვა მეთოდებით შეუშალა ხელი

მთლიანობაში ასამდე ადამიანია დაკავებული; მათ შორის ოპოზიციის ლიდერებიც არიან

ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგისთვის ხელის შესაშლელად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაახლოებით ასამდე ადამიანი დააკავა, მეტროს რამდენიმე სადგური დაკეტა, ინტერნეტი ჩაახშო.

მიტინგი დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული.

აკრძალვის საპირისპიროდ

ეროვნულ საბჭოს მიტინგის ქალაქის ცენტრში ჩატარება სურდა, მაგრამ ხელისუფლებამ ნება არ დართო. ამის ნაცვლად, მათ ოპოზიციას მიტინგის  ლოკბატანში – ბაქოს გასასვლელში მდებარე დასახლებაში გამართვა შესთავაზეს.

ეროვნულ საბჭოს ასე შორს წასვლა არ სურდა, და გადაწყვიტა, მაინც გაემართა არასანქცირებული მიტინგი ქალაქის ცენტრში, კერძოდ კი – მეტროსადგური „28 მაისის“ წინ, სარკინიგზო სადგურის მახლობლად.

ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ასევე გააფრთხილა, რომ ამ მიტინგს დაშლიდნენ.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები

მიტინგამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციამ ეროვნული საბჭოს წევრების დაკავების თაობაზე ჩივილი დაიწყო.

მიტინგი 19 ოქტომბერს 15:00 უნდა გამართულიყო.

ამ დღეს, უკვე დილიდან სადგურის წინ მდებარე მოედანი და მიმდებარე უბნები პოლიციისა და სპეცრაზმის მიერ იყო გარშემორტყმული.

საკუთრივ მეტროსადგური „28 მაისი“ და კიდევ რამდენიმე უახლოესი სადგური დაკეტეს.

უშუალოდ ცენტრსა და ქალაქის გარეუბნებში ინტერნეტს ახშობდნენ.

ცენტრალურ კინოთეატრებში სეანსებიც კი გადაიდო.

მიტინგის ჩატარების დრო რომ მოახლოვდა, სიტუაცია დაიძაბა – დაიწყო პროტესტანტების მასობრივი დაკავება.

ალი ქერიმლი – პარტია „სახალხო ფრონტის“ ლიდერი, რომელიც ეროვნულ საბჭოში შედის – სახლიდან გასვლისას დააკავეს.

დაკავებულები არიან ასევე ეროვნული საბჭოს საკოორდინაციო ცენტრის წევრები – ვაჰიდ მაგერამლი და ტოფიგ იაგუბლუ.

წინასწარი მონაცემებით,  პოლიციამ მთლიანობაში დაახლოებით 100 ადამიანი დააკავა.


ასევე წაიკითხეთ