თანამედროვე მსოფლიოში რუსეთის მდგომარეობის უპირატესობებსა და სისუსტეებს რუსი ეკონომისტი ვლადისლავ ინოზემცევი აანალიზებს" />

თვალსაზრისი: რუსეთს ემუქრება იზოლაცია, რომელიც შეუქცევადი იქნება

თანამედროვე მსოფლიოში რუსეთის მდგომარეობის უპირატესობებსა და სისუსტეებს რუსი ეკონომისტი ვლადისლავ ინოზემცევი აანალიზებს

ცნობილმა რუსმა ეკონომისტმა ვლადისლავ ინოზემცევმა გამოსცა წიგნი “არათანამედროვე რუსეთი”. მასში გაანალიზებულია მსოფლიოში რუსეთის ადგილი და აღწერილია ის საფრთხეები, რასაც ქვეყანას მისი ახლანდელი ხელისუფლება უქმნის. კომენტარის ადაპტაცია, რომელიც რუსულმა გამოცემა Republic-მა გამოაქვეყნა.

რუსეთის მდგომარეობის უპირატესობები თანამედროვე მსოფლიოში

უპირატესობა მხოლოდ ორია, – წერს ინოზემცევი.

1. რუსეთის ფედერაცია მსოფლიოში ტერიტორიის სიდიდის მიხედვით ყველაზე დიდ, და ალბათ ბუნებრივი რესურსებით ყველაზე მდიდარ სახელმწიფოდ რჩება.

თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში ტერიტორია პასუხისმგებლობა უფროა, ვიდრე აქტივი, რადგან მას განვითარება სჭირდება, განვითარებას კი – ფული. ნედლეულზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება, მაგრამ ამავდროულად რუსეთი დამოკიდებული რჩება მის ფასებზე, რაც ჯერჯერობით პრაქტიკულად მისი მონაწილეობის გარეშე დგინდება.  

2. სსრკ-დან დარჩენილი მემკვიდრეობით ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი და გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის ადგილი ერგო. მაგრამ პრაქტიკა უჩვენებს, რომ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება უშიშროების საბჭოს სანქციების გარეშეც შეიძლება. ხოლო ბირთვულ იარაღს აგრესორის გონს მოყვანა შეუძლია, თუმცა მისი გამოყენება ნაკლებად შესაძლებელია.  

თანამედროვე მსოფლიოში რუსეთის მდგომარეობის სისუსტეები

რუსი ეროვნების ადამიანი ცოტაა: ამერიკელების რაოდენობის 44,9%, ევროპელების –29,1% (33,6%, თუ დიდ ბრიტანეთს არ ჩავთვლით), და ჩინელების მხოლოდ 10,6%.

დედამიწის მოსახლეობაში რუსეთის წილი – მხოლოდ 1,93% ( და ეს მაჩვენებელი 1913 წელს 5,2%-მდე შემცირდა)

•  რუსეთის ფედერაციის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 2017 წელს გლობალური მაჩვენებლის 2,0%-ზე მეტი არ შეადგინა და 2013 წლის ციფრებზე ქვემოთ დაიწია  (5,03%).

• მზა სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის მიხედვით, რუსეთი ოდნავ ჩამორჩება… სლოვაკეთს.

• მაღალტექნოლოგიური ექსპორტის მიხედვით, რუსეთი სამჯერ უფრო მეტად ჩამორჩება ოდესღაც ღატაკ ვიეტნამს.

2016 წლიდან რუსეთი იმაზე ნაკლები თანხის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტს ეწევა, ვიდრე ჩინეთი მხოლოდ მობილური ტელეფონებისას: $107,9 მილიარდი და $116,1 მილიარდი შესაბამისად.

რუსეთი ცდილობს, რომ მსოფლიოს ეკონომიკური რუკიდან თავის გაქრობის კომპენსირება სამხედრო სიმძლავრის გაზრდით მოახდინოს: 2000-დან 2015 წლამდე სამხედრო ხარჯები 15,6-ჯერ გაიზარდა.

თუმცა, ეს ხარჯები ჯერჯერობით არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ რუსეთი გლობალურ სამხედრო მოთამაშედ გამოიყურება. აღმოსავლეთის საზღვრებზე წყნარი ოკეანის ფლოტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სამხრეთი კორეის სამხედრო-საზღვაო ძალებს, სამხრეთით კი შავი ზღვის ფლოტი – თურქეთის ფლოტს.

მთლიანობაში რუსეთს არ გააჩნია არც ერთი ავიამზიდი დაჯგუფება, რომელიც შვიდი ამერიკულიდან ნებისმიერს შეედრებოდა.

ასევე წაიკითხეთრა არის სინამდვილეში რუსული სამყარო რუსეთის გარეთ?  სამი მოკლე ფილმი

რა აქვს ასარჩევად რუსეთს

რუსეთი დღეს მდებარეობს ევრაზიის ორ უმსხვილეს მოთამაშეს – ევროკავშირსა და ჩინეთს შორის .

ამ სიტუაციაში რუსეთი უფრო დიდ გამოწვევებს აწყდება, ვიდრე „მეორე სამყაროს“ ნებისმიერი ქვეყანა. ის ფაქტობრივად წარმოადგენს სივრცეს, რომელიც „პირველი სამყაროს“ ერთ სახელმწიფოს მეორისგან ყოფს. და თუკი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ განვითარებაში ტენდენცია რადიკალურად არ შეიცვლება, მისი დეზინტეგრაცია სრულიად შესაძლებელი გახდება.

გონივრული არჩევანი

ამგვარ პირობებში მეტნაკლებად რაციონალური არჩევანი იქნებოდა მჭიდრო კავშირების დამყარება – თანაც „ყველა მიმართულებით“ – ერთ-ერთ უახლოეს მეგობართან: ან ევროპის კავშირთან, ან ჩინეთთან; თანაც – დაახლოება ეკონომიკური აღმავლობისა და კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე საგარეო პოლიტიკის კოორდინირებისთვის.

თუმცა, მსგავსი არაფერი ხდება. რუსეთი სულ უფრო მეტად და უფრო აშკარად სცილდება ევროპას – და ჯერჯერობით არც ჩინეთთან ჩანს რაიმე აზრიანი შეთანხმება.

ერთის და მეორის მიზეზიც გასაგებია – თუმცა, საკმაოდ ირაციონალურია.

პერსპექტივაშეუქცევადი იზოლაცია

დღესდღეობით რუსეთის შესახებ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ ეს არის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ თანამედროვე გლობალური კონფიგურაციის შერყევისკენ მიისწრაფვის. ეს დესტრუქციული დღის წესრიგი უაღრესად საშიშია, რადგან მას ქვეყანა ისეთი იზოლაციისკენ მიჰყავს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ შეუქცევადი გახდება.

ჯერჯერობით მსოფლიო ლიდერები ისევ აცხადებენ, რომ „რუსეთის მონაწილეობის გარეშე, ვერავითარი გლობალური პრობლემა ვერ გადაწყდება“. თუმცა, ცხადია, რომ ამგვარი პრობლემა სულ უფრო ცოტა ხდება, ხოლო საკუთრივ ამ სიტყვებს უფრო ინერციით იმეორებენ.

თანამედროვე რუსეთის საგარეო პოლიტიკის ტრაგედია ისაა, რომ ქვეყანა ძველ დროში დაბრუნებისკენ მიისწრაფვის, და დიდი ხანია, ვეღარ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ადრე გლობალური ზესახელმწიფოების მიმართ არსებობდა.

დღეს მსოფლიოში დომინირებისთვის ყურადღების მიქცევა საკმარისი არ არის. კიდევ საჭიროა ისეთი დღის წესრიგის ქონა, რომელზე მსჯელობასაც დანარჩენი მხარეებიც დათანხმდებოდნენ.

მაგრამ კრემლს ის არ აქვს. და სწორედ ამიტომაა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში არსებული კრიზისი არამხოლოდ უკიდურესად მწვავეა, არამედ პრაქტიკულად დაუძლეველი.


ასევე წაიკითხეთ