თეირანში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, რეჟიმის შეცვლას მოითხოვენ " />

ირანში დაღუპულთა გლოვა დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტში გადაიზარდა

თეირანში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, რეჟიმის შეცვლას მოითხოვენ

CNN-ის ცნობით, თეირანში პოლიცია იძულებული გახდა, ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა მრავალათასიანი დემონსტრაციის დასაშლელად.

ადამიანები, ირანის დედაქალაქში, უნივერსიტეტის შენობასთან შეიკრიბნენ, რათა პატივი მიეგოთ თეირანი-კიევის რეისის 176 დაღუპული მგზავრისა და ეკიპაჟის 9 წევრის ხსოვნისადმი. თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს ირანელმა სამხედროებმა, რომლებიც ირანის მიერ ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის მხრიდან საპასუხო დარტყმას ელოდნენ.

ირანმა თავი დამნაშავედ სცნო უკრაინული ავიალაინერის ჩამოგდებაში

ახლო აღმოსავლეთში ომი გადაიდო

ძალიან მალე, სამგლოვიარო ცერემონია ანტისახელისუფლებო მანიფესტაციაში გადაიზარდა. მისი მონაწილეები ყვიროდნენ ლოზუნგებს – „სიკვდილი დიქტატურას!“ და „სირცხვილი, ხამენეი, წადი ქვეყნიდან!“.

ირანში დაღუპულთა გლოვა დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტში გადაიზარდა

ალი ხამენეი ირანის უზენაესი სულიერი ლიდერია. ის უკვე 30 წელზე მეტია ხელისუფლებაშია და კონსტიტუციური შეზღუდვები არ არსებობს მის პოსტზე ყოფნის ვადასთან დაკავშირებით.

მომიტინგეები პოლიციასაც დაუპირისპირდნენ და ცდილობდნენ მათთვის დაკავებული ადამიანების ხელიდან წართმევას.

ბოლოს, მსხვილი ანტისახელისუფლებო გამოსვლები თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში 2019 წლის ნოემბერში გაიმართა. მაშინ ამის მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გახდა.


ასევე წაიკითხეთ