დაკავება ბელარუსში მოხდა, რომელიც, როგორც წესი, რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს " />

ინტერპოლის მიერ ძებნილი რუსი ”ინტერნეტ ტროლი” პირველად დააკავეს

დაკავება ბელარუსში მოხდა, რომელიც, როგორც წესი, რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს

”ნოვაია გაზეტას” მასალის მიხედვით“

ბელარუსში რუსული “ტროლების ქარხნის” თანამშრომელი, რუსეთის მოქალაქე ანა ბოგაჩოვა კვირას საღამოს დააკავეს და სამშაბათს გაათავისუფლეს. თუმცა აშკარა გახდა, რომ “ტროლისთვის” დასავლეთის ქვეყნების გზა დაკეტილია.

 მინსკი, ბელარუსი. REUTERS/Vasily Fedosenko

ბოგაჩოვა ერთ-ერთია რუსეთის იმ 26 მოქალაქიდან, რომელთა წინააღმდეგ აშშ-ში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის მოხსენების შემდეგ აშშ –ის არჩევნებში ჩარევის შესახებ. ბოგაჩოვა კომპანია „ინტერნეტ – კვლევების“ თანამშრომელია – ეს არის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენთან, ევგენი პრიგოჟინთან ასოცირდება. პროექტი უფრო მეტად “ტროლების ქარხნის” სახელით არის ცნობილი. მისი თანამშრომელი ბოგაჩოვა კი “აშშ-ს წინააღმდეგ შეთქმულებაშია” ბრალდებული და ძებნილადაა გამოცხადებული.

• საქართველოს შსს “თიბისი ბანკის” წინააღმდეგ კიბერშეტევის საქმეს იძიებს

• მხოლოდ კარგი რუსეთის შესახებ. როგორ ფინანსდება და იმართება პრორუსული მედია საზღვარგარეთ

ბოგაჩოვა ინტერპოლის მოთხოვნით მინსკის სასტუმროში დააკავეს. ბელარუსსა და რუსეთს შორის სრული სასაზღვრო კონტროლის შემთვევაში მას საზღვარზევე დააკავებდნენ, მაგრამ ბელარუსში ჩამოსული რუსები სასაზღვრო პროცედურებს არ გადიან. თუმცა, როდესაც ისინი სასტუმროში დარეგისტრირდებიან, მათი მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროში იგზავნება და როგორც კი სამართალდამცველები ინტერპოლის მიერ ძებნილ პირს მიაგნებენ, მისი დაკავება ხდება.

სამშაბათს, მინსკში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ბოგაჩოვა გათავისუფლებულია. ბელარუსის პროკურატურამ მისი დაპატიმრებისთვის  საფუძველი ვერ იპოვა – უფრო მეტიც, აპირებს იშუამდგომლოს ბელარუსის ტერიტორიაზე  ბოგაჩოვას ძებნის შეწყვეტის შესახებ. სად გაემგზავრა ბოგაჩოვა განთავისუფლების შემდეგ ოჯახთან ერთად, უცნობია. სავარაუდოდ, იგი რუსეთში დაბრუნდა.

“ნოვაია გაზეტა”-ს კორესპონდენტის ვარაუდით, ბოგაჩოვას ბელარუსში მოგზაურობა შესაძლოა ერთგვარი “დაზვერვა” ყოფილიყო: მას სურდა შეემოწმებინა, როგორ მუშაობს ინტერპოლით ძებნა. თუ ის მუშაობს, მაშინ უმჯობესია ეს მოკავშირე ქვეყანაში შემოწმდეს. თუ არა, მაშინ შემდგომი გადაადგილებაა შესაძლებელი. აღმოჩნდა, რომ ძებნა მოქმედებს.

ამასთან, ბელარუსის ხელისუფლებას არ ჰქონდა მიზეზი ბოგაჩოვა დაეკავებინა ან მისი ექსტრადიცია განეხორციელებინა. თუმცა, მისი შესაძლო გადაადგილებების გეოგრაფია აწი რუსეთითა და ბელარუსით შემოიფარგლება, მათ გარეთ მას ინტერპოლი და დაპატიმრება ელის.


ასევე წაიკითხეთ