ტიმ ბერნერს-ლის ბრძოლას ინტერნეტის სისუფთავისთვის მხარი დაუჭირეს ისეთმა გიგანტებმაც, როგორებიცაა Google და Microsoft" />

ინტერნეტის გამომგონებელი სიყალბის, თაღლითობისა და მანიპულაციების წინააღმდეგ

ტიმ ბერნერს-ლის ბრძოლას ინტერნეტის სისუფთავისთვის მხარი დაუჭირეს ისეთმა გიგანტებმაც, როგორებიცაა Google და Microsoft

ინტერნეტის გამომგონებელს, სერ ტიმ ბერნერს-ლის მიაჩნია, რომ მისი ქმნილება, შესაძლოა, გამოიყენონ, როგორც კეთილი საქმეებისთვის, ისე კაცობრიობის წინააღმდეგ. დეტალები The Guardian-ის მასალაში.

_____________________________________

ბერნერს-ლი ფიქრობს, რომ ყალბი ახალი ამბები, პირადი მონაცემების უკანონოდ დაუფლება და მასობრივი ცნობიერების მანიპულაციები – ის საფრთხეებია, რომელიც მსოფლიოს „ციფრული ანტიუტოპიის“ მდგომარეობაში გადაყვანით ემუქრება.

მოვლენების ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად, მან გლობალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც მიმართულია მთავრობების, კომპანიებისა და მოქალაქეებისკენ. მიზანი – შეინარჩუნონ ინტერნეტი, როგორც კეთილდღეობისა და ხალხთა შორის კომუნიკაციის ინსტრუმენტი.

„დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ“, – ამტკიცებს ტიმ ბერნერს-ლი.

გეგმა არის ვალდებულება, რომელსაც ნებაყოფლობით აიღებენ საკუთარ თავზე მთავრობები, კომპანიები და მოქალაქეები.

მთავრობა

მთავრობები იღებენ ვალდებულებას, რომ თავიანთი მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფენ თავისუფალ წვდომას ინტერნეტთან, საკუთარ პერსონალურ მონაცემებთან, აგრეთვე, ამგვარი მონაცემების ხელისუფლების მიერ დამუშავების აკრძალვის შესაძლებლობას.

კომპანიები 

კომპანიები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ხელმისაწვდომი ინტერნეტი, შეიმუშაონ სერვისები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იშვიათ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებისთვის, ასევე, გახადონ მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელი საკუთარ პერსონალურ მონაცემებთან მუშაობის პროცედურები.

ამასთან, კომპანიები ვალდებული იქნებიან, ახალი პროდუქციის გამოშვებამდე, საზოგადოებას კონსულტაციები გაუწიონ და შეაფასონ მისი შესაძლო საფრთხეები დეზინფორმაციის გავრცელების მხრივ.

მოქალაქეები

კერძო პირები, რომლებიც ბერნერს-ლის ინიციატივას შეუერთდებიან, ვალდებულებას აიღებენ, შექმნან ხარისხიანი პროდუქცია საკუთარ ანგარიშებზე, მხარი დაუჭირონ მეგობრული ატმოსფეროს შექმნას თავის ონლაინ-საზოგადოებებში და დაიცვან ინტერნეტის ღიაობა ყველასთვის და ყველგან.

ეჭვები და საფრთხეები 

მართალია, ინტერნეტის გამომგონებლის ინიციატივას უკვე დაუჭირა მხარი ბევრმა მთავრობამ და IT-ინდუსტრიის ისეთმა გიგანტებმა, როგორებიცაა Microsoft და Google, ნათელია, რომ ბრძოლა თავისუფალი და ხარისხიანი ინტერნეტისთვის არ იქნება ადვილი. Amnesty International-ის ცოტა ხნის წინანდელ ანგარიშში, მოყვანილია არაერთი მაგალითი ავტოკრატიული და ტოტალიტარული რეჟიმების, მაგალითად, ჩინეთის მხრიდან ქსელზე წვდომის შეზღუდვის. ინიციატივას შეერთებული Google კი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოიჭირეს 50 მილიონი ამერიკელის პირადი მონაცემის უკანონოდ დაუფლებაში.

„ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ისეთივე გლობალური მოძრაობა თავისუფალი ინტერნეტისთვის, როგორსაც ახლა თვალს ვადევნებთ ეკოლოგიის სფეროში“, – ამტკიცებს ემილი შარპი, ბერნერს-ლის მიერ შექმნილი ინტერნეტ ფონდის ხელმძღვანელი.

როგორც ჩანს, მისი სისწორე დასტურდება: ამ მასალის გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ, The Guardian-მა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა ინიციატივის მხარდაჭერის შესახებ.


ასევე წაიკითხეთ