საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრეზიდენტთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა გამართა" />

ილია მეორე: ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, საჭიროა ერთობლივი გამოძიება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრეზიდენტთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს.

პატრიარქის განცხადებით, შექმნილი ვითარების გამო ხალხი აღელვებულია და საზოგადოების ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და მისი დამშვიდება აუცილებელია.

“ეს ორი კვირა ძალიან რთული იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იძულებული ვიყავი წავსულიყავი გერმანიაში და იქ მემკურნალა. გააკეთეს ძალიან რთული ოპერაცია. აი, ამ დროს შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს. ასეთი შემთხვევა და ეს არის არა მარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას.“

პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ე. წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა. პრეზიდენტი მხარეთა თანასწორობის პრინციპის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს საქმეზე საუბრის შესაძლებლობა.

„ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დააფიქსიროს, ამტკიცოს სიმართლე, ან სიმართლის თავისი ვერსია. სამართალდამცავ სტრუქტურებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თავისი საქმე აკეთონ, პოლიტიკური ჩარევების გარეშე და მამა გიორგის, მის ადვოკატებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისი სიმართლე საზოგადოებას გააცნოს,“-განაცხადა გიორგი მარგველშვილმა

დაკავებული დეკანოზის ადვოკატის განცხადებით მამა გიორგი მამალაძე უახლოეს დღეებში დუმილს დაარღვევს და გამოძიებას სრულყოფილ ჩვენებას მისცემს.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თბილისის გუშინ დაბრუნდა.პატრიარქი 2 თებერვლიდან გერმანიაში იმყოფებოდა, მას 13 თებერვალს ბერლინში Helios Berlin buch-ის კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ჩაუტარდა.

 

სწორედ პატრირქის კლინიკაში ყოფნის პერიოდში, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, რომელიც ბერლინში მიემგზავრებოდა, რომელსაც მომწამლავი ნივთიერება აღმოუჩინეს. პრკურატურის განცხადებით, დაკავებული “მაღალი იერარქიის მღვდელმსახურის” მკვლელობას გეგმავდა. ილია მეორის დაცვის მიზნით, გერმანიაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, პრემიერმინისტრმა და მთავრობის სხვა წარმომადგენენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშული აიცილეს თავიდან. თუმცა, მოგვიანებით პროკურაურაში განაცხადეს, რომ დანაშაული არც პატრიარქის და არც რომელიმე სასულიერო პირის წინააღმდეგ არ იგეგმებოდა.

 

დეკანოზის მიერ პატრიარქის შესაძლო მოწამლვის ფაქტი უარყო მისმა ახალმა ადვოკატმაც. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამალაძეს ბრალში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. 

„არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა [პატრიარქს]. საქართველოში არანაირი უბედურება არ გვეწეოდა “, – განაცხადა რამიშვილმა. 

აქამდე დაკავებულის ადვოკატები ბლრადების შინაარსზე არ საუბრობდნენ, იმ მოტივით, რომ გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული.

 

გიორგი მამალაძე 17 თებერვალს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა დამატებით გამოკვლევებს საჭიროებს.


ასევე წაიკითხეთ