მხარეები ერთმანეთის საქონელზე თანდათან თითქმის ყველანაირ გადასახადს გააუქმებენ. ეს არის პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკაზე მათი პასუხი" />

იაპონიამ და ევროკავშირმა ისტორიაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო კავშირი დაამყარეს

მხარეები ერთმანეთის საქონელზე თანდათან თითქმის ყველანაირ გადასახადს გააუქმებენ. ეს არის პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკაზე მათი პასუხი

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბეევროკომისიის თავმჯდომარე ჯან-კლოდ იუნკერი და ევროპის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი. REUTERS/Yves Hermanტოკიოში ევროპის საბჭოს

ტოკიოში ევროპის საბჭოს მეთაურმა დონალდ ტუსკმა, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, იაპონია და ევროკავშირი ერთმანეთის საქონელზე საბაჟო გადასახადების 99 პროცენტს გააუქმებენ. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება:

ევროკავშირსა და იაპონიას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ ისტორიულ შეთანხმებას ოთხწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოეწერა ხელი. შეთანხმებით შექმნილი თავისუფალი ვაჭრობის ზონა 600 მილიონ ადამიანზე მეტს მოიცავს.

დონალდ ტუსკმა ეს შეთანხმება „ისტორიაში ყველაზე დიდ გარიგებად“ შეაფასა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და იაპონიას შორის თანამშრომლობა არამხოლოდ ეკონომიკურ სფეროში მყარდება.

ამ შეთანხმების მიხედვით, იაპონელებისთვის გაიაფდება ღვინოები, ყველი, ფარმაცევტული პრეპარატები, სამკაულები, და არა მხოლოდ. ევროპელებს კი, თავის მხრივ, შეეძლებათ იაპონიიდან იაფად შეიძინონ ტექნიკა, ჩაი და თევზი.

ევროკავშირთან გარიგების გარდა, იაპონია მსგავს შეთანხმებებს განიხილავს ავსტრალიასთან, მექსიკასა და ვიეტნამთან. ევროკავშირი, რომელმაც მანამდე მექსიკასთან უკვე დადო შეთანხმება გადასახადების გაიაფების თაობაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე სახვა ქვეყანასთან ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე გამომსვლელებს არც ერთხელ არ უხსენებიათ დონალდ ტრამპის სახელი, თუმცა BLOOMBERG-ის აზრით, აშკარაა, რომ ეს არის  ნათელი პასუხი იმ სავაჭრო პროტექციონიზმის პოლიტიკაზე, რომელსაც ახლანდელი აშშ-ს პრეზიდენტი ატარებს 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ