ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდება" />

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის პრემიერი ეწვევა

ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდება

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს 22 მაისს ეწვევა. ილდირიმი თბილისში თურქეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ჩამოვა.

თურქეთის დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდება. ოფიციალური დახვედრის ცერემონია კი ხვალ 23 მაისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება.

მოგვიანებით, ბინალი ილდირიმი და საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს უმაღლესი დონის სტარტეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატში შეხვდებიან. ეს თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის 2016 წლიდან დაიწყო.

საქართველო და თურქეთი რამდენიმე მიმართულებით ერთმანეთის მჭიდრო პარტნიორები არიან, როგორც ენერგეტიკის, ისე ვაჭრობის, განათლებისა და კულტურის სფეროში. თურქეთი საქართველოს ერთერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.


ასევე წაიკითხეთ