ტრანსპორტის დანარჩენი სახეობებისთვის მოძრაობა თავისუფალია" />

დიდთოვლობის გამო სატვირთო ავტომობილებისთვის საქართველო-რუსეთის საზღვარი ჩაიკეტა

ტრანსპორტის დანარჩენი სახეობებისთვის მოძრაობა თავისუფალია

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ყაზბეგი-ზემო ლარსის მიმართულებით საბარგო მანქანების მოძრაობა აიკრძალა. ამას იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

დიდთოვლობის გამო აკრძალვა მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან მანქანებზე მოქმედებს გუდაური-კობის მონაკვეთის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალზე. სხვა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

მითითებულ მონაკვეთზე აკრძალულია ტრანსპორტის გაჩერება. გადაადგილება კი შესაძლებელია მხოლოდ ზვავისგან დამცავი გვირაბებით.

ავტოტრანსპორტის გაჩერება ასევე აკრძალულია დარიალის ხეობის მაგისტრალის 134-135 კილომეტრზე.

 


ასევე წაიკითხეთ